სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    02.05.2019

     ევროკავშირის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებული მოდელი ეკონომიკური განვითარებისათვის, სტაბილურობისა და მშვიდობისათვის არის დამოუკიდებელი სახელმწიფოების რეგიონული ან კონტინენტური გაერთიანებები. ამ მხრივ ყაზახეთის მიერ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ინიცირებული ცენტრალური აზიის სახელმწიფოების კავშირი შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის ალტერნატივა აზიის კონტინენტზე.

    აყაზახეთის ლიდერი ნურსულტან ნაზარბაევი უკვე დიდი ხანია, გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ევროკავშირის მსგავსი გაერთიანება ცენტრალურ აზიაში. ნაზარბაევის მოსაზრებით, ცენტრალურაზიური ქვეყნების: ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ინტეგრაცია ამ სახელმწიფოების როგორც რეგიონული მეზობლების ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს.

    აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოურ პერიოდში რეგიონის სახელმწიფოები გარკვეული ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობენ. 2000-იანი წლების დასაწყისში რეგიონის სამ სახელმწიფოს შორის (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი) ხელი მოეწერა შეთანხმებას მუდმივ მეგობრობაზე. რეგიონის ყველა ქვეყანა გაერთიანებულია თურქმანულ საბჭოში, თურქმანულ საპარლამენტო ასამბლეასა და თურქმანული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც თურქეთიცაა გაერთიანებული.

    ცენტრალური აზიის კავშირი (ცაკ) შესაძლებლობას შექმნის, გადაიჭრას მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები, უსაფრთხოება, ტურიზმი, შეიქმნას ერთიანი ბაზარი და საერთო ვალუტაც კი. ინტეგრაციული ინიციატივების ფარგლებში ასევე გაიჟღერა საინტერესო იდეამ - "შენგენის" მსგავსი ცენტრალურაზიური სავიზო რეჟიმის შექმნის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გამარტივებული იქნება.

    უცხოელი ექსპერტების შეფასებით, რომ ეს, უპირველესად ყოვლისა, გაუადვილებს გადაადგილებას ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, რომელთაც "გაეხსნებათ ხელები". ეს მეტ შესაძლებლობას შექმნის ტურისტებისათვისაც, რომლებსაც ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ რეგიონის ყველა სახელმწიფოს მონახულება.

    საბაჟო კავშირის მსგავსად შემცირდება გადასახადები ექსპორტირებულ პროდუქციაზე, რაც გაზრდის ტვირთბრუნვას მონაწილე ქვეყნებს შორის.

    სხვათა შორის, ცაკ-ის შექმნისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ევროკავშირის შეცდომები. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ნურსულტან ნაზარბაევის მიერ პირველად იქნა გაჟღერებული ეს იდეა, ბევრმა დადებითად ვერ აღიქვა, რადგანაც იმავე ევროკავშირში ერთ-ერთ ქვეყანას აქვს ლიდერისა და დომინანტის პოზიცია. ექსპერტები თვლიდნენ, რომ ყაზახეთს შესაძლოა, მინიჭებოდა მსგავსი პრივილეგირებული როლი მომავალ გაერთიანებაში, რადგანაც იმ მომენტისთვის სწორედ ყაზახეთის ეკონომიკამ გადაასწრო ყველას რეგიონში, მიიზიდა რა ინვესტიციების 80%.

    ცაკ-ის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების აშკარა განსხვავება ევროპელებთან ღირებულებებია. წლების განმავლობაში ევროკავშირის სახელმწიფოებში ბევრი რამ შეიცვალა, რაც აზიურ-თურქმანული ხალხებისათვის მიუღებელია. ცენტრალურაზიური კავშირის შექმნის იდეაში საფუძვლად დევს ძმური სახელმწიფოების გაერთიანება საერთო იდეალებით, კულტურითა და ტრადიციებით. ეს გულისხმობს ურთიერთმხარდაჭერას პრობლემების გადაწყვეტასა და კომპრომისს მწვავე საკითხებში.

    ამასთან ერთად, ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები და პროგრესი არ იგრძნობა ცაკ-ის შექმნის მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს დოკუმენტი საზღვრების დელიმიტაციის შესახებ გარკვეულ სახელმწიფოებს შორის, რადგანაც უთანხმოებები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება.

    თუმცა, არის გაკრვეული პროგრესიც - თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მომხრეა, რეგიონში შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ენერგორესურსებით მის მდიდარ ქვეყანას შეეძლება, ბარიერების გარეშე გაყიდოს თავისი პროდუქცია.

    ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცაკ დაეხმარება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, გარკვეულწილად მაინც შეამცირონ ზეწოლა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან. ცაკ-ის ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხობასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხები თვითონ გადაწყვიტონ. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, ცაკ შეიძლება გადაიქცეს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად, რაც შესაძლებლობას ქმნის გარე საფრთხეებზე კოორდინირებული რეაგირებასა.

    მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ცენტრალურაზიური კავშირის შექმნის იდეა შესაძლოა, მაგალითი გახდეს დედამიწის სხვა რთული რეგიონებისთვისაც მსგავსი გაერთიანების დაარსების შესახებ, რომელიც საუკეთესოდ უპასუხებს 21-ე საუკუნის რთულ გამოწვევებს და მშვიდობიანი და ეკონომიკური თანამშრომლობის ზონების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (02.05.2019)
    მერე შეეთრიოს ეს დებილი მთავრობა ევრაზიულ კავშირში,რომელი ბნელი ვერ ხვდება რო ამ ოხერ ნატოს არ ვუნდებვართ და შანსი არ არსებობს ევროკავშირის წევრობაზე!რისი შანსიცაა გამოვიყენოთ!!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×