სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    06.05.2019

     ყაზახეთში ბოლო პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები დაკავშირებულია პირველი პრეზიდენტის - ნურსულტან ნაზარბაევის გადადგომასთან, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების რეალიზების მიზნით ხელისუფლების მსუბუქი ტრანზიტის პროცედურა ჩაუშვა.

    აყაზახეთში მომხდარი გარდაქმნები, რაღა თქმა უნდა, ზეგავლენას მოახდენს ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებზე და დსთ-ზე (ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ). თუმცაღა ყაზახეთის ლიდერის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, აქტუალური და სტრატეგიულად გამართლებულია.

    აყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მარტში ნებაყოფლობით თქვა უარი თავის უფლებამოსილებაზე. ბევრი ყაზახი განცვიფრებული იყო პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, თუმცა, მთლიანობაში, უმრავლესობა გაგებით მოეკიდა მას, რამეთუ ასეთ ასაკში პრეზიდენტს უკვე უჭირდა, გამკლავებოდა მთელი ქვეყნის მართვას.

    პრეზიდენტის მიმართვა მეტად მგრძნობიარე გამოვიდა: "ყოველ თაობას უწევს, გადაჭრას მისი პრობლემები. მე და ჩემმა თაობამ გავაკეთეთ ქვეყნისთვის ყველაფერი, რაც შეგვეძლო. შედეგების შესახებ მოგეხსენებათ. სამყარო იცვლება და მოდიან ახალი თაობები, რაც ბუნებრივი პროცესია. ისინი თავისი დროის პრობლემებს გადაწყვეტენ. უნდა შეეცადონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გახადონ," - მიმართა ნაზარბაევმა ყაზახებს.

    მსოფლიო პოლიტიკა იცნობს მაგალითებს, როდესაც უკვე ასაკში მყოფი ლიდერები მიდიან ამ ქვეყნიდან ისე, რომ ჯერ კიდევ დაკავებულ პოსტზე არიან. ყველაზე ბოლო მაგალითი ამ დღეებში მოხდა - გარდაიცვალა ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი. როგორ წესი, ასეთი მოულოდნელი მოვლენების შემდეგ, მით უმეტეს, როდესაც წინასწარ არ არის შერჩეული შემცვლელი, იწყება არეულობა და ქაოსი, ბრძოლა ხელისუფლებისათვის.

    აყაზახეთში კი ყველაფერი ორგანიზებულად მიმდინარეობს და რაც მთავარია, ყველაფერი ეფუძნება საკანონმდებლო აქტებს. მით უმეტეს, რომ ნურსულტან ნაზარბაევი პოლიტიკიდან ბოლომდე არ წასულა, არამედ რჩება მმართველი პარტია "ნურ ოტანის" და უსაფრთხოების საბჭოს სათავეში.

    პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემა პარლამენტის თავმჯდომარეზე კასიმ-ჟომარტ ტოკაევზე ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად მოხდა. ამასთანავე, ეს პოლიტიკოსი უკვე კარგადაა ცნობილი უცხოეთში - მას ეკავა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი (2011-2013 წლებში).

    ინფორმაციისთვის: კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა სამშობლოში - საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის მეთაური, ბოლო წლებში კი პარლამენტის თავმჯდომარე.

    "კასიმ-ჟომარტ ტოკაევი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ჩინურ ენებს. იცნობს ქვეყანას, მის ეკონომიკას და პოლიტიკას. მუშაობდა გენერალური მდივნის მოადგილედ, რაც იყო მისი დიპლომატიური დამსახურების აღიარება და ყაზახეთისადმი განსაკუთრებული ნდობის გამოხატულება.

    "ის ჩემ გვერდით მუშაობს ყაზახეთის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. მე მას კარგად ვიცნობ - ის არის პატიოსანი და პასუხისმგებლიანი ადამიანი. სრულად უჭერს მხარს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გატარებულ პოლიტიკას. ყველა პროგრამის განხილვა და შემუშავება მისი მონაწილეობით ხდება," - აღნიშნა ნაზარბაევმა თავის სიტყვაში.

    შესაბამისად, ნურსულტან ნაზარბაევმა პარტია "ნურ ოტანის" რიგგარეშე ყრილობაზე განსახილველად გაიტანა ტოკაევის კანდიდატურის მხარდაჭერის იდეა მმართველი გუნდის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე.

    მთლიანობაში, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას ბევრი საერთაშორისო ექსპერტი და პოლიტოლოგი მხარს უჭერს. ყაზახეთის მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს სახელმწიფოს მორიგი ლიდერი, რაც, ჩემი აზრით, ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

    დემოკრატიული არჩევნები, თუნდაც რიგგარეშე, ეს არის ხალხის ხმა, მისი პოზიციის გამოხატულება და შანსი, ხმა მისცე ქვეყნის ნათელ მომავალს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამგვარად შეირჩევა სტრატეგიული მიმართულება, საითაც მიემართება ქვეყანა უახლოეს წლებში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

    მოქალაქეებს მოუწევთ, მოუსმინონ თითოეულ კანდიდატს და მიიღონ აწონ-დაწონილი და კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილება, რაზეც დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს კეთილდღეობა. უკვე ამ მომენტისათვის, ტოკაევის გარდა, საკუთარი კანდიდატურა წარადგინა სადიბეკ ტუგელმა, რომელიც რესპუბლიკური საზოგადოებრივი გაერთიანება "ული დალა კირინდისირის" (დიდი ტრამალის არწივები) მიერაა წარდგენილი.

    მიმაჩნია, რომ ყაზახთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც გააგრძელებს პირველი პრეზიდენტის კურსს, რამეთუ ნაზარბაევის მიერ არჩეული ვექტორი საუკეთესოდ პასუხობს ახალგაზრდა სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს. ვფიქრობ, რომ როგორც ნეიტრალური დამკვირვებლის მხრიდან, ჩემი პროგნოზი გამართლდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×