სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    Resonance
    20.05.2019

     (EaP) სახელი ეწოდა. მისი ინაუგურაციიდან ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომის ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რადგან იგი წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციების, სტრატეგიულიპოტენციალისა და გეოპოლიტიკური კომპრომისების სინთეზს. თუმცა, არ არსებობს სხვა პოლიტიკური ფორმა,რომელიც შეიძლება უკეთესად გამოხატავდეს ჩვენი კავშირების კომპლექსურ ბუნებას ჩვენს აღმოსავლეთმეზობლებთან.

    პარტნიორობის ჩამოყალიბებიდან ათი წლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ამოცანა გახლავთ ის, რომშეეწყოს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. საჭიროა ახალი მიდგომისჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამი მიმართულებით: ეს გახლავთ სამართლებრივიდაახლოება, ინსტიტუციონალიზაცია და სექტორული თანამშრომლობა.

    სამართლებრივი დაახლოება

    რაც შეეხება სამართლებრივ დაახლოებას, იგი ხორციელდება ასოცირების შეთანხმების, პარტნიორობისა დათანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებშეთანხმებების განხორციელების წყალობით. ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობებისდებულებების შესრულებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები თავიანთ ეროვნულ სამართლებრივსისტემებს გადასცემენ ევროკავშირის -acquis communautaire- კანონთა კრებულის დიდ ნაწილს. პოლიტიკურმარეფორმებმა უნდა გააძლიერონ საჯარო ინსტიტუტები, აღადგინონ ხალხის ნდობა და გამძლეობა შიდა და გარეზეწოლის მიმართ. მათ ასევე უნდა მიაღწიონ კორუფციის მნიშვნელოვან ვარდნას და გააძლიერონ კანონისუზენაესობა რეგიონში. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რათა შეიქმნას უსაფრთხოება, სტაბილურობა დაკეთილდღეობა ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში.

    ზოგჯერ გვესმის მოსაზრებები, რომ ასოცირების შეთანხმების კონკრეტული მიზნები არ იყო საკმარისადამბიციური, ან პირიქით, რომ ზედმეტად ამბიციური იყო. ჩვენ უნდა განვიხილოთ და შევცვალოთ ისინი - ისევე,როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ცოტა ხნის წინ დავამატეთ ენერგეტიკული დანართი უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმებები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დროს დაახალ გამოწვევებს, ასევე გააძლიეროს სექტორული თანამშრომლობა. ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთთ მათ"ასოცირების შეთანხმებების დამატებები", რათა განვსაზღვროთ პოლიტიკური პროცესები, რასაც მოჰყვებამოდერნიზაცია.

    ინსტიტუციონალიზაცია

    მეორე სფერო, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია. ამმიზნით შეიძლება განვიხილოთ სამდივნოს შექმნა, რომელიც უხელმძღვანელებს EaP სისტემაში არსებულპლატფორმებს. სამდივნოს შექმნა ხელს შეუწყობდა საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას, იდეებისშემოთავაზებას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონალური ჯგუფის დონეზე. სამდივნოიფუნქციონირებდა მარტივი ფორმულის თანახმად, სათაო ოფისი განთავსდებოდა ბრიუსელში და მისსაქმიანობაში ჩაერთვებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დელეგირებული დიპლომატები.

    ასევე შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მბრუნავი თავმჯდომარეობის დანერგვა. ესინიციატივა შესაძლებელს გახდიდა ევროკავშირის თავმჯდომარეობის სამეულთან და ევროკავშირისინსტიტუტებთან პოლიტიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის დაგეგმვას. თავმჯდომარე ქვეყანას შეუძლიაჩაატაროს და მოიწვიოს ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისშემდგომი ინტეგრაციისთვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობდა მათი ადმინისტრაციების გაევროპელებას,პარტნიორი ქვეყნების პრო-ევროპული მისწრაფებების დემონსტრირებას, ისევე როგორც ევროკავშირისა დააღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივების დასახვას რეგიონის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ორივე ინიციატივა- სამდივნო და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრეზიდენტობა - რეგიონის ქვეყნებს უფრო მეტ კონსტროლს მისცემდა მიმდინარე პროცესებზე.

    დარგობრივი თანამშრომლობა

    მესამე სფერო, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება. მეზობელქვეყნებში არსებული ევროკავშირის სააგენტოების, პროგრამებისა და ინსტრუმენტების ჩამონათვალი მოიცავს,როგორც საბაჟო თანამშრომლობას და სატრანსპორტო პოლიტიკას ასევე ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებშიწევრობას.

    ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესები, როგორიცაა მიგრაციული ნაკადები და ზეწოლა. აღმოსავლეთპარტნიორობის სამი ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმით, რაც ხელსუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ისევე როგორც თანამშრომლობას სასაზღვრო დასათავშესაფრო ინსტიტუციებს შორის. სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც უნდა გააგრძელონ ეს გზა.

    სექტორული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია საკავშირო ქსელი. TEN-T ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ახალი ინდიკატური სამოქმედო გეგმა ითვალისწინებსინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაფინანსებას დაახლოებით 13 მილიარდი ევროს ღირებულებით,რომელიც ევროკომისიის მონაცემების თანახმად გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში 4 800 კილომეტრიან გზებს,სარკინიგზო ხაზებს, 6 პორტის და 11 ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს. ჩვენი პარტნიორების მიერ გაფორმებულირეგიონალური როუმინგის ხელშეკრულება შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ევროკავშირსა და EaP- ს შორისსაერთო როუმინგის სივრცის შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოების საშუალებას გვაძლევს.პოტენციური სექტორული თანამშრომლობის სხვა სფეროებია ენერგეტიკული უსაფრთხოება, გარემოს დაცვა,საზღვრების მართვა, ჰაერის უსაფრთხოება და სხვ.

    უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრები შეიძლება მოწვეულ იქნენ ევროკავშირის სექტორულსაბჭოებში. ჩვენ ეს უკვე ადრეც გაგვიკეთებია EFTA ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ Gymnich-ის და სავაჭროსაბჭოებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

    კიდევ უფრო ამბიციური გამოწვევა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკურისივრცის შექმნა, CEFTA- ს მაგალითზე, რომელიც შექმნილია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მიერ ევროკავშირშიგაწევრიანებამდე. ამჟამად, ეს შეთანხმება კვლავ წარმატებით ფუნქციონირებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში(მოლდოვა 2007 წლიდან ასევე გახლავთ შეთანხმების წევრი). ასეთი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს EaP ქვეყნებისერთმანეთთან ინტეგრირებას, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ფინანსური მომსახურებისლიბერალიზაციას და კვალიფიციური სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ისინი ამჟღავნებენ სხვადასხვამისწრაფებებს, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას. თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობაკვლავ წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომლითაც ყველას შეუძლია ისარგებლოს. მისი შექმნიდან ათიწლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავაც ინარჩუნებს იმის პოტენციალს, რომ კიდევ უფროდააახლოვოს ჩვენი მეზობლები ევროკავშირთან. ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ამბიციურ პოლიტიკურ დღისწესრიგზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმზიდველობის შენარჩუნებას, როგორცქვეყნებისთვის ასევე პირველ რიგში - ხალხისთვის.

    პროფ. იაცეკ ჩაპუტოვიჩი

    პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved