სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.06.2019

     იდლიანის თემის ოთხი სოფელი (ჭალა, ლებურცხილა, ნაშიხვი, ცენტრი) მდებარეობს მესტიის ცენტრიდან 85 კილომეტრის დაშორებით ენგურის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა მარცხენა ნაპირს მიუყვება. ადრე, სანამ ენგურჰესის დატბორილი წყალი იმ ადგილს დაფარავდა, სოფელ იდლიანის პირდაპირ არსებული სამანქანო ხიდით გადასვლა იყო შესაძლებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.

    1984 წელს ენგურჰესის დატბორვაში მოიქცია ჩვენი სოფლის საავტომობილო ხიდი და დღემდე გვიწევს შემოვლითი გზით იძულებით სარგებლობა, რაც აუტანელს ხდის მგზავრობას, განსაკუთრებით ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. იძულებული გავხდით, რომ გვესარგებლა სოფელ ხაიშთან არსებული ხიდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან მეათე კილომეტრზეა გადებული.

    ენგურჰესის მშენებლობის სამმართველომ დაიწყო სამუშაოები. მარცხენა სანაპიროზე რკინა- ბეტონის სამაგრის მშენებლობა დამთავრებულია, ხოლო მარჯვენაზე - დაუმთავრებელი.

    ჩვენი არაერთგზის მიმართვის შედეგად პასუხი მივიღეთ ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოდან 1992 წელს, რომ სოფელ იდლიანის მოსასვლელი ხიდის მშენებლობას განაახლებდნენ, რომელი საბუთიც გაგვაჩნია.

    სამწუხაროდ, ხიდის მშენებლობა დღემდე არ განახლებულა და სოფელი დღემდე მოწყვეტილია ცენტრალურ გზას.

    სოფელში ცხოვრობს 150 კომლი და იმედი გვაქვს, რომ ყურადღების მიღმა არ დატოვებთ ამ სოფლის გასაჭირს და დროულად მოახდენთ რეაგირებას. 

    აკაკი ჭკადუა, თამარ დავითიანი, თეა ჭკადუა, ანიკო იოსელიანი, ნათელა კანჭიანი, ბეჟანი ჭკადუა, მაიზერ გელოვანი, თინა კვანჭიანი, გოჩა გელოვანი, რაული ქობალია... (სულ 207 ხელმოწერა)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×