სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    20.06.2019

     ყაზახეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა ძალთა ის განლაგება და სხვაობა, რომელიც დაფიქსირდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. დაფიქსირებულმა შედეგებმა პრინციპულად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ოპოზიცია, რაც პოლიტიკური ლიბერალიზაციის შემდგომი ეტაპია ქვეყანაში.

    ხმათა დათვლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ჟურნალისტი და "ნაციონალურ პატრიოტული მოძრაობის" ლიდერი ამირჟან კოსანოვი გახდა, ოპოზიციონერი 20-წლიანი სტაჟით, რომელმაც ხმების 16% პროცენტი მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა ახლადარჩეული პრეზიდენტის და ნურსულტან ნაზარბაევის მემკვიდრის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შემდეგ.

    ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ყაზახეთის პოპულარულ სოციალურ ქსელებში საიდანღაც გაჩნდა სხვადასხვა საარჩევნო უბნების ოქმების ქსეროასლები, სადაც დაფიქსირებული იყო სრულიად მოულოდნელი შედეგები - ტოკაევის მონაცემები ზოგიერთ ოლქში ჩამორჩებოდა კოსანოვის მონაცემებს. გაჩნდა განცდა, რომ ოპოზიციონერ კოსანოვს შეეძლო კონკურენცია გაეწია ნაზარბაევის მემკვიდრისთვის. საბოლოო შედეგებმა ეს დაადასტურა - რაღა თქმა უნდა ტოკაევმა გაიმარჯვა და აიღო 70% მეტი, თუმცა, კოსანოვის 16% გახდა სრულიად ახალი სიმაღლე ყაზახეთის ოპოზიციისთვის.

    პირველად თანამედროვე ყაზახეთის ისტორიაში ოპოზიციის ცალკე კანდიდატი, დიდი გაერთიანების გარეშე ავიდა ასეთ სერიოზულ პოლიტიკურ დონეზე. კოსანოვის მიერ ნაჩვენებმა შედეგმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის პერიოდი მოვიდა.

    ექსპერტების მოსაზრებით, ამირჟან კოსანოვს შეეძლო უკეთესი შედეგიც ეჩვენებინა, მაგრამ შემაფერხებელი ფაქტორი გახდა მოწოდებები არჩევნების ბოიკოტირებისკენ, რომელიც წინასაარჩევნოდ ისმოდა, რაშიც თავად კოსანოვმა ბრალი დასდო "უცხოელ ფსევდოპოზიციონერს", მუხტარ აბლიაზოვი იგულისხმა.

    "ახლა ყაზახეთი დიდი გარდაქმნების ეტაპზე დგას და მოწოდებები უცხოეთიდან, რომ ხალხმა არ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება - მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ამის მაგივრად მათი პროვოკაციაზე გაგზავნა, ეს ნამდვილი პოლიტიკური პროვოკაცია და არაკეთილსინდისიერებაა" - განაცხადა კოსანოვმა.

    თავად არჩევნების პროცესთან ოპოზიციის ლიდერს განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამოუთქვამს და ოპონენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც გამარჯვება უპრობლემოდ მიულოცა.

    ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კი საქვეყნოდ განაცხადა, რომ მზად არის იმუშავოს ყველა მხარესთან - მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთანაც. ტოკაევმა წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას პლატფორმა მუდმივი დიალოგისთვის - საამისოდ ტოკაევის ინიციატივით, ყაზახეთში შეიქმნება საზოგადოებრივი ნდობის კომიტეტი, სადაც გაერთიანდებიან საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. "განსხვავებული მოსაზრებები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ერთი ნაცია ვართ - განსხვავებული აზრი და ერთიანი ნაცია" - განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

    მთლიანობაში, საარჩევნო პროცესების შეჯამებისას, უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთში იზრდება სამოქლაქო აქტივობის ხარისხი, ისევე, როგორც იზრდება მოთხოვნილება ლიბერალურ ფასეულობებსა და პოლიტიკურ კონკურენციაზე, ამასთანავე იზრდება პოლიტიკური სპექტრის რაოდენობა, რაც მომავალში კიდევ უფრო მძაფრი პოლიტიკური კონკურენციის წინაპირობაა.

    ამირჟან კოსანოვის 16%, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩატარების შედეგად მიიღო, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების საფუძველია.

    მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, აშკარაა, რომ გარდაუვალია ახალი ლიბერალური ნაციონალურ-პატრიოტული გაერთიანებების შექმნა, რომელთაც ექნებათ რეალური ძალა პარლამეტში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved