სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    22.07.2019

     ალმატი - ეს არის ადგილი, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული ხელუხლებელი ბუნების უნიკალურობა და თანამედროვე ქალაქი - ეს არის ბუნებრივად შექმნილი მიზიდულობის ცენტრი ტურისტებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს მსოფლიო.

    მზიანი ალმატიდან უპირველეს ყოვლისა დამამახსოვრდა კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი, რომლებიც მოგზაურობის დროს მხვდებოდნენ და სიამოვნებით მეხმარებოდნენ მიმართულების საჩვენებლად ან სხვა დახმარების გასაწევად.

    ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, რაც ასახულია მის არქიტექტურაში - ძველი ხის სახლები, რომლებიც გაფორმებულია ტრადიციული ორნამენტებით, ხოლო მეზობლად თანამედროვე ცათამბჯენები საინტერესო ანტურაჟს ქმნის.

    თუმცა, საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობები არამხოლოდ უშუალოდ ქალაქში, არამედ მის შემოგარენშიცაა განლაგებული - ცნობილი სამოგზაურო სერვისის TripAdvisor-ის დახმარებით შევადგინე მარშრუტი, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამომეყენებინა დრო და სივრცე. თავად ალმატი განლაგებულია დაბლობში და მთლიანად გარშემორტყმულია მთებით, ამიტომ, თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ულამაზესი პეიზაჟი იხსნება.

    მთები კი ერთი ხელის გაწვდენაზეა ქალაქიდან - სულ რაღაც 30 წუთის სავალზე განლაგებულია ერთ-ერთი მათგანი - კოკ-ტებე. ამ სიმაღლიდან, სადაც კომფორტული გადმოსახედი მოედნებია მოწყობილი, იშლება საოცარი პანორამული ხედი ყაზახეთის სამხრეთ დედაქალაქზე. აქედან საბაგირო გზით შეგიძლიათ პირდაპირ დაეშვათ ქალაქში და ჩიტის ფრენის სიმაღლიდან გადაავლოთ თვალი ალმატის.

    ცოტა კიდევ უფრო მოშორებით, 1700 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ცნობილი სამთო სპორტული კომპლექსი მედეუ, სადაც ველური ბინების ატმოსფეროში აღმოჩნდებით - მთის სუფთა ჰაერი და ჩამდინარე მთის ანკარა მდინარე.

    თუმცა, მიღწეულს არ დავჯერდი და კიდევ უფრო ზემოთ ავედი - აქ განლაგებულია სამთო-სათხილამურო კურორტი შიმბულაკი. საბაგირო გზა აქამდე ციცაბო მთების კალთებზე მიემართება, საიდანაც გადმოხედვა შიშის მომგვრელიც კი არის, მაგრამ, როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწევ, მაშინვე გაიფიქრე, რომ ეს ღირდა ამად. შიმბულაკის ყველაზე მაღალი წერტილი ღრუბლებს ზემოთ მდებარეობს.

    დანიშნულების შემდეგი პუნქტი ალმატის დიდი ტბა იყო, რომელიც ასევე მთებს შორისაა განლაგებული და გარშემორტყმულია ერთდროულად სამი მთის პიკით. ცვალებადი ამინდი - მზის სხივებითა და ღრუბლიანობით ტბის ზედაპირზე ირეკლებოდა და საოცარ ფერებს აძლევდა მას. მაინტერესებდა, იყოს თუ არა კიდევ ახლომახლო სხვა წყალსაცავი და აღმოჩნდა რომ - კი.

    მომდევნო დღეს ნაციონალურ პარკში გავემართეთ, კოლჩაისკის ტბების სანახავად. ბუნება აქ ულამაზესია - ტყით გარშემორტყმული სამი ტბა. საოცარი არომატებით და ხმებით - ტყუილად არ უწოდებენ ამ ადგილს "ჩრდილოეთ ტიან-შანის მარგალიტს". აქაურობა შენარჩუნებულია მისი პირველყოფილი სახით.

    ცალკე დავგეგმე ვიზიტი ჩარინსკის ნაციონალურ პარკში - ძალიან მინდოდა ჩემი თვალით მენახა ჩარინსკის ცნობილი კანიონი - ბუნების საოცარი ქმნილება, რომლის ასაკი 12 მილიონს წელს ითვლის. პარკში წამოდგენილი მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნება გაოცებას იწვევს. ნათელია, რომ აქ ბუნებას უფრთხილდებიან და უვლიან. ჩარინსკის კანიონის მისტიური ხედები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

    მთლიანობაში, ჩემი მოგზაურობიდან ალმატიში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქ, ერთ ადგილას, ერთ ქალაქში და მის შემოგარენში თავმოყრილია ისეთი ობიექტების ერთობლიობა, რომელსაც ტურისტები სხვადახვა ადგილებში ეძებენ - ალმატიში კი ეს ყველაფერი შეგიძლიათ ერთ გეოგრაფიულ წერტილში ნახოთ, რაც ამ ქალაქ განსაკუთრებულობას სძენს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×