სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    Resonance
    12.08.2019

    საკე იაპონური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო და განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ღვინო საქართველოსთვის. ალკოჰოლური სასმელი საკე, რომელიც ბრინჯისგან მზადდება, ამ ქვეყნის სიამაყე და სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში.

    იაპონიის ყველა რეგიონი სხვადასხვა სახის გამორჩეულ საკეს ამზადებს, რომელიც ექსპორტზე პლანეტის მრავალ ქვეყანაში გადის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

    ამჯერად საკე საქართველოს ესტუმრა - იაპონიის კომერციისა და ინდუსტრიის პრეზიდენტის იოშინისა მორის ხელმძღვანელობით საკეს მწარმოებლები "ამომავალი მზის" სახელმწიფოდან საქართველოში ჩამოვიდნენ და იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას რეზიდენციაში საკეს ქართველი მოყვარულებისათვის თავიანთი ქმნილების დეგუსტაცია გამართეს.

    მთლიანობაში 11 სახეობის პროდუქცია იქნა წარმოდგენილი, რომლებიც სრულიად განსხვავებული არომატით გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფუკუშიმას პროვინციაში (შეგახსენებთ, რომ ეს ის რეგიონია, სადაც 2011 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რასაც თავის მხრივ ატომური სადგურის დაზიანება და რეგიონისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა) წარმოებულმა საკემ, რომელიც ნაზი და მდგრადი არომატით, აგრეთვე ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა.

    მიუხედავად მისა, რომ იაპონიას და საქართველოს ათასობით კილომეტრი აშორებს, ამ ორ ქვეყანას შორის კავშირები მტკიცდება და საინტერესო მსგავსებებიც იკვეთება - იაპონელები ისევე ამაყობენ საკეთი, როგორც ქართველები ღვინით. იაპონელებისათვის საყვარელი სუმო თანდათან ქართველთა გულებსაც იპყრობს, ისევე, როგორც რაგბი.

    სექტემბრიდან კი მთელი მსოფლიოს ყურადღება იაპონიისკენ იქნება მიმართული, სადაც რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (13.08.2019)
    Sakmarisad gvaqvs sasmeli saqartveloshi chveni gavasagot.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×