ია აბულაშვილი
19.08.2019

 "რა თქმა უნდა, ამ პროცესის შესაჩერებლად საჭიროა წინააღმდეგობა, მაგრამ რითი და ვისით ვიბრძოლოთ, პოზიცია თავისთვის ხნავს, ოპოზიცია თავისთვის - ამიტომ არის ორივე ჩემთვის მიუღებელი.

"გამჭრიახი და გონიერი პოლიტიკოსები ამ პრობლემას პოლიტიკური დიალოგით მოაგვარებდენენ"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სადემარკაციო სამუშაოების განახლებას.

გუგუტიანთკარში ოკუპანტი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, რომელიც 7 აგვისტოს დაიწყო, მავთულხლართების მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.

ამჯერად რუსმა ოკუპანტებმა სატვირთო მანქანებით ადგილზე რკინის ბოძები და საამშენებლო მასალა მიიტანეს და სადერმაკაციმო სამუშაოები განაახლეს. პროცესის შესაჩერებლად ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, თუცმა ამ განცხადების არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც ხელისუფთლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"რა თქმა უნდა, ამ პროცესიის შეჩერებას სჭირდება წინააღმდეგობა, მაგრამ რითი და ვისით ვიბრძოლოთ, 4 ტანკი შემოვიდა და მაშინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანის საზღვარს გასცდა და ხალხი მიატოვა, ეს ხელისუფლება კი ზეცას შეჰყურებს.

"ამიტომ არის ასეთი ვაკხანალია, რომ ოპოზიცია თავისთვის ხნავს, პოზიცია თავისთვის. დამოუკიდებელი კი არა, ქვეყანა ყველასგან "დაკიდებული" აღმოჩნდა.

"არადა ნიჭიერი და გამჭრიახე პოლიტიკოსები ამ პრობლემას პოლიტიკური დიალოგით მოაგვარებდნენ, თუნდაც, რუსეთთან, რომელიც ნელ-ნელა ყველაფერს გვართმევს. გამონახავდნენ საერთო ენას, ინგლისურს და ფრანგულს კი არ ვგულისხმობ, პოლიტიკური ენას, მაგრამ სამწუხაროდ ასეთები არ გვყავს, პოლიტიკური მსჯელობა რომ შეეძლოთ, რადგან ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი წასრულში დოლ-გარმონზე უკრავდა ქელეხებში, ახლა კი მხოლოდ თავის კეთილდღოებაზე ზრუნავს და არა ჩემს სამშობლოზე"- განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×