ია აბულაშვილი
16.01.2020

 "აღარ დაიღალნენ სპექტაკლების დადგმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა და დანარჩენები ასრულებენ" - ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შოთაძის შესაძლო დაბრუნებას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის მოსაპოვებლად ირაკლი შოთაძე იბრძოლებს, მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. შოთაძე, რომელიც ამ თანამდებობას უკვე იკავებდა, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას საქმეზე ზაზა სარალიძემ მასშტაბური აქციები გამართა და მისი გადადგომა მოითხოვა.

"როცა ხელისუფლება ყოფილ თანამდებობის პირებში ეძებს მომავალს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს. არც ახალი კადრების რესურსი აქვს და ახალ სახეებსაც არ უნდა "ოცნებასთან" საქმის დაჭერა. ამიტომ ისევ ძველ ადამიანებს აბრუნებენ, რომლებთანაც კომფორტულად გრძნობენ თავს და ერთი წარსული აქვთ.

"ამიტომ ტრიალებს ერთი და იგივე დისკრედიტირებული ადამიანების ირგვლივ. ამით კი ხაზს უსვამს თავის პოლიტიკურ მომავალს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგინა შოთაძის კანდიდატურა, ვოლსკიც და მდინარაძეც აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ და გუნდიც მხარს დაუჭერსო. აღარ დაიღალნენ ამ სპექტაკლებით, ვინ რას ეკითხებათ, ბიძინამ გადაწყვიტა და დანარჩენები ასრულებენ"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×