ია აბულაშვილი
20.01.2020

 "ასეთი ხშირი ცვლილება პრემიერ-მინისტრების თუ სამთავრობო გუნდის, შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, ეკონომიკა ისევ გაპარტახებულია და ხალხი გაღარიბებული. რა მოიტანა ამ ცვლილებებმა, პირადად მე ვერ ვიგრძენი, ვერც ჩემს პროფესიაში და ვერც ყოფაში"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე გავრცელებლ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ოპოზიციურ წრეებში აქტიურად მუსირებს ხმები პრემიერ გახარიას გადაგომისა და ამ პოსტზე ივანივშილის დაბრუნების შესახებ, ასევე, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, რასაც კატეგიორიულად უარყოფს თავად მმარველი გუნდი.

"ეს არის ერთიანი გუნდი და რადგან ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლომდე ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ერთად უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის საქმეში. მაგრამ ამ 8 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა მთავრობაც და პრემიერიც.

"პრემიერის ასეთი ხშირი ცვლა, წელიწადში რამდენჯერმე, ვნახეთ, რომ შედეგის მომტანი არ არის. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამ თანამდებობიდან არ უნდა წასულიყო, თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას და უფრო მომთხოვნიც იქნებოდა.

"დღეს კი შედეგად რა გვაქვს - ეკონომიკა გაპარტახებულია და ხალხი გაღარიბებული. პირადად მე ამ ცვლილებებით ვერაფერი ვიგრძენი ვერც ჩემს პროფესიაში და ვერც ყოფაში; შემოქმედების ნაცვლად სპონსორების ძიებით ვართ დაკავებული.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერად, ცვლილებებს ხომ ისევ დრო სჭირდება და რამდენად შეძლებს ამ სიტუაციის გამოსწორებას, ვერ გეტყვით" - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×