ია აბულაშვილი
16.03.2020

"ჩემს ცხოვრებაში, პირველად დამეწყო შემოქმედებითი დეპრესია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღვთის შეწევნით გადავრჩებით. დღეს პოლიტიკის დრო აღარ არის, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს სენი" - ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

"ეს ისეთი უხილავი საფრთხეა, რომ ძნელია თქმა, რა მოხდება, რადგან თავად სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

"გული მტკივა ევროპის ქვეყნებში შექმნილ სავალალო მდგომიარეობას რომ ვხედავ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იტალია ჩაიკეტებოდა მსოფლიოსთვის და მისი ქუჩები დაციერლედებოდა. ეს ხომ ქვეყანა-მუზეუმია, მაგრამ, იტალიელები სიმღერით დაამარცხებენ ამ სენს, ჩვენ ქართველები კი ერთად დგომით.

ჩვენი მთავრობა შესანიშნავად მუშაობს, მე კმაყოფილი ვარ, რომ მომზადებული დახვდა ამ გამოწვევას. მაოცებს ამ სამი ადამიანის თავგანწირვაც, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში თავის კოლეგებთან ერთად, მაღალ პროფესიონალ ექიმებთან ერთად თავდაუზოგავად იბრძვიან, რომ დაავადება არ გავრცელდეს.

ღვთის წყალობით ჯერ ჩვენთან სიტუაცია კრიტიკულ ზღვარამდე არ მისულა და ეს სწორედ მათი დამსახურებაა - ჩვენი ექიმების და სამთავრობო უწყებების.

ეს ის შემხვევაა, რომ პოლიტიკის დრო აღარ არის. დღეს არ შეიძლება დაპირისპირება და ერთმანეთთან ქიშპობა, ყველ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში.

საზოგადოებაშიც, თუ იყო თითო ოროლა შემთხვევა დაუმორჩილებლობისა იმ წესების მიმართ, რომლის რეკომენდაციასაც იძლვეა მთავრობა და პროფესიონალი ექიმები, დღეს ასე აღარ არის, საზოგადოებამ გაითავისა ეს საფრთხე.

მე პირადად ყველა წესს ვიცავ, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ქალაქში საპნით ვივლიდი. იტალიურ ეზოს თუ დავინახავ, სადაც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი წყლის ონკანი გავრბივარ და ხელებს ვიბან.

ჩემს ცხოვრებაში პირველად დამეწყო შემოქმედებითი დეპრესია, ერთ-ერთი ტელვიზიით ჩემი ფილმის ჩვენება იყო და მხოლოდ ამისთვის გავედი გარეთ, ისე, ძირითადად, ვცდილობ სახლში ვიყო. იმედი მაქვს, რომ ღვთის შეწევნით გადავრჩებით"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×