ია აბულაშვილი
21.05.2020

"ამ შეზუდვებით ყველა შეწუხდა - მაგრამ, რეალობაა ისიც, რომ რაღაც დონემდე მივედით და პროცესი არ გაგვექცა. პროცესი თუ გაგვექცევა, ეკონომიკასაც გაუჭირდება.

"ჩემთვის რთულია იმის განსაზღვრა, რა შეზღუდვები უნდა დარჩეს და რა არა. ამის შესახებ, სერიოზული განმარტება უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ცალკეული შეზღუდვების შენარჩუნებას.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თაანხმად, რომელიც ამ დღეებში პარლამენტმა უნდა დამტკიცოს, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების ღონისძიების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

"პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

აკრძალვებთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში უკვე არის ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, როდესაც აკრძალვის ნაწილი არის დაუსაბუთებელი, რაც მოსახლეობაში აგერსიას იწვევს.

"შეზღუდვებით ყველა შეწუხებულია, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ რაღაც დონემდე ვართ მისული და პროცესი არ გაგვექცა. პროცესი რომ გაგვექცეს ეკონომიკასაც გაუჭირდება.

"აქ პრობლემა რჩება იმაში, რომ შეზღუდვების დაწესება გადადის მთავრობის კომპეტენციაში. ანუ, მთავრობას დამატებითი უფლებამოსილება გადაეცემა. ალბათ, ეს არის ოპოზიციის კრიტიკული განცხადებების მიზეზი; ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება ამ ვითარებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

"ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან უნდა გაკეთდეს სერიოზული განმარტებები, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. თუნადაც ის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დამატებითი კანონების გარეშე შეძლო პანდემიის წარმატებულად მართვა, რატომ გახდა დღეს აუცილებელი დამატებითი უფლებების შემოტანა?

"საგანგებო მდგომარეობა სრულდება და რატომ არ ხდება მთლიანად აღდგენა? რა ხდება ტარნსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს შეიძლება არ ამუშავდეს ტრანსპორტი? ეტაპობრივად მოხდება, ვადა გადაიწევს ერთი ან ორი კვირით თუ რა ვადით? და ა.შ."- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×