სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    (24.03.2010)

      ძვირფასო რედაქციავ, მადლიერებას გამოვხატავთ გაზეთ "რეზონანსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით, "კონიაკის დასახლებას პრობლემებზე პასუხი მალე ექნება - ამბობს გამგებელი", სადაც ვრცლად არის მიმოხილული გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ანუ ყოფილი კონიაკის ქარხნის, ასევე ყოფილი მებაღეობის დასახლებაში არსებული მდგომარეობა.

    თამაზ აქუბარდია
    (23.03.2010)

      საბანკო სფეროს მიმართ ამერიკის სამთავრობო პოლიტიკა რომ ძირეულად შეიცვალა, უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს.

    ექსპერტთა კლუბი
    (12.12.2009)

    საქართველოს უშიშროების ორგანოებში მთელი მისი არსებობის მანძილზე საქმიანობის წარმოება მიმდინარეობდა ცენტრალიზებულად, იმართებოდა ქ. მოსკოვიდან. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმის წარმოება წარმოადგენდა. საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლები შეირჩეოდნენ, ინიშნებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ კიდევაც და თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა წარიმართებოდა საკავშირო სუკ-ში შემუშავებული და დამტკიცებული ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

    მიმართვა
    (07.12.2009)

       საზოგადოებისათვის ცნობილია, თუ რა შედეგით დამთავრდა ამერიკის შეერთებული შტატების "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ფორმატით ჩატარებული კონსულტაციები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ და კონსულტაციებში პარიტეტული წესით მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებამ როგორმე მისთვის მომგებიან სასტარტო პოზიციას მიაღწიოს.

    წერილი
    (07.12.2009)

       XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია ქვეყნის უზრუნველყოფა საკუთარი ენერგორესურსებით, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი ნავთობი და გაზია. ქვეყანას, რომელსაც ნავთობისა და გაზის საკმარისი რესურსები აქვს, შეუძლია უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყანა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    (04.12.2009)

    (დასასრული. დასაწყისი "რეზონანსის" წინა ნომერში)

    ალექსანდრე შალაბერიძე
    (03.12.2009)

       ამ სტატიაში მინდა შევეხო ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას და სრულიად დავეთანხმო ბატონების ვახტანგ ძაბირაძისა და ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას, როდესაც ისინი ფრანგულ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს უმართავ ნაღმს ადარებენ ("ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა - უმართავი ნაღმი", "რეზონანსი", 23 ნოემბერი, 2009. შემდგომ ყველგან, სადაც მითითებული არ იქნება წყარო, ბრჭყალებში მოცემული ციტატები ეკუთვნით ამ ავტორებს). და ეს უმართავი ნაღმი, რაც ქ რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს (1958 წლიდან), რამოდენიმეჯერ ამოქმედების წინაშეც იდგა.

    ღია წერილი
    (03.12.2009)

       ბატონო პრეზიდენტო! თქვენდამი განმეორებითი წერილის დაწერა გადამაწყვეტინა კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობის ჩამონგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში მშენებლის, დავით გვასალიას გირაოს გარეშე საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებამ; იმ მშენებლის, რომლის უვიცობის და არაკომპეტენტურობის წყალობით გარდაიცვალა ორი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა (რამდენიმე საათში შეიძლებოდა მსხვერპლი გაცილებით მეტი და შემზარავი ყოფილიყო).


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter