სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    10.02.2011


    ბატონო პრეზიდენტო,
    გვაქვს პატივი მოგაწოდოთ ჩვენი ხედვა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, სოფლის მეურნეობის დაჩქარებული აღორძინება-განვითარებისთვის.

    წერილი
    07.02.2011

    პეტრე მამრაძე
    გასული წლის ბოლოს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად 2010 წლის აპრილში ტელეკომპანია "იმედის" მიერ "იმიტირებული ქრონიკის" გადაცემას მიიჩნევს. ამ გადაცემამ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი ჰპოვა და მსოფლიოს "10 უდიდეს გაყალბებაშიც" დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. დასავლურ პრესაში რამოდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდებოდა "იმიტირებულ ქრონიკასთან" დაკავშირებული პუბლიკაციები:

    წერილი
    04.02.2011

    არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის ღია წერილი 2011 წლის იანვარში დევნილთა გამოსახლების თემაზე "Amnesty International"-ისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებზე 2 თებერვალი, 2011 წ.

    წერილი
    04.02.2011

    ნინო ბაქრაძე
    "დროს ყველაფერი მიაქვს. მხოლოდ მას შესწევს
    უნარი გამოგვიცვალოს სახელიც და გარეგნობაც,
    ხასიათიც და ბედიც".
    პლატონი
    წელიწადთა გრძელი წყება, პოლიტიკა, პროგრესული აზრი და პოლიტიკა... ერის სულიერება ერის პოლიტიკას განსაზღვრავს და პირიქით. ანუ, შეკრული წრე. პოლიტიკა ულმობელი თამაშია, სადაც მიზნის მისაღწევად არავინ არაფერს უკადრისობს და სადაც ხელოვანის ნიჭიც კი ზემოქმედების ერთ-ერთი იარაღია. თავის შეცდომებს პოლიტიკა დროს მიანდობს. დრო პოლიტიკას, როგორც ზედმეტ ბარგს, ივიწყებს და ტოვებს მხოლოდ ეპოქის მხატვრულ ანარეკლს, რომელიც ერის საერთო ნიშან-თვისებებს ატარებს. წელიწადთა გრძელი წყება, პოლიტიკა, პროგრესული აზრი და კულტურა...
    ხშირად პოლიტიკა უბოდიშოდ ერევა ხელოვნებაში და კარნახობს საკუთარ წესებს. მავანი პროტესტს გამოთქვამს და იღუპება. მავანი ეგუება და "შეკრულ წრეში" აღმოჩნდება. მავანი კარის სამსახურშიც დგება. უმრავლესობა კი ვერც ამჩნევს, რომ პოლიტიკის ნების აღსრულებისთვის უნებლიეთ მოქმედი მარიონეტია, მაგრამ მხოლოდ ერთეულების გენიას შესწევს უნარი დროს თვალი გაუსწოროს.


    წერილი
    03.02.2011

    რვა პარტია ფორუმმა შეკრიბა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ოთხპუნქტიანი პაკეტი შესთავაზა. მას თეა წულუკიანმა ალასანიას გზა უწოდა, ინგა გრიგოლიამ - ქდმ-ს ინიციატივა.

    წერილი
    29.01.2011

    წერილში "ყველაფერი წაიღო" ("კვირის პალიტრა", 27.12.2010) მერაბ მეტრეველი აღნიშნავს: "...შარშან (ანუ 2009 წლის დეკემბერში, პ.მ.) "წლის შემაჯამებელ ფიქრებში დამიწერია: "წლის ბოლოს ჩემთვის ისევ ამოუხსნელი რჩება ამოცანა: რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას 2009 წლის 9 აპრილს? ხომ შეუძლებელია, ჭკუათამყოფელს ეფიქრა, რომ ქუჩაში დგომით სააკაშვილს შინ გაუშვებდა? ნუთუ თვითონ სჯეროდათ ამის? არ მჯერა, რომ სჯეროდათ! მაშ, რისთვის გამოიყვანეს ამდენი ხალხი ქუჩაში? ეს კითხვა ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია". გულიანად გამეცინა ორი მიზეზით:

    წერილი
    21.01.2011

    მიმაჩნია რა ყოველი ომის ვეტერანის მოვალეობად, სათანადო რეაგირება მოახდინოს 3 იანვარს გმირთა მოედანზე გამაფრთხილებელი აქციის მონაწილე ომის ვეტერანების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უგუნური ქმედების გამო, მინდა საზოგადოებას პრესის საშუალებით ვაცნობო, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ 30 დეკემბერს წერილობით მივმართეთ ხელისუფლებას აღნიშნული აქციის ძირითადი მოთხოვნების შესახებ. ამით ჩვენ იმედს გამოვთქვამდით, რომ ხელისუფლება გამოიჩენდა გონიერებას და წამოვიდოდა დიალოგზე ომის ვეტერანებთან უკიდურესი ფორმით პროტესტის გამოხატვის მიზეზის შესასწავლად.

    წერილი
    21.01.2011

    ჩვენი დღევანდელი წერილობითი მომართვის მიზეზი განაპირობა სატელევიზიო ეთერში არასწორად გაჟღერებულმა (ვფიქრობთ, შეგნებულად დამახინჯებულმა) ტექსტმა, თითქოს 22 ლარის მოთხოვნით მიმდინარეობს ომის ვეტერანთა საინიცაიტივო ჯგუფის გამაფრთხილებელი აქცია გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან.

    პაატა კოღუაშვილი
    20.01.2011

    შეცდომების ჩამონათვალი, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელ გავერანებულ მდგომარეობამდე მიიყვანა, საკმაოდ გრძელია. ასეთ შეცდომებს მრავლად უშვებდა მთავრობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ხან გააზრებულად და ხანაც გაუაზრებლად. ფაქტია, რომ დღეს გლეხკაცი მიწისაგან ისევეა გაუცხოებული, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაგრამ თუ მაშინ თვითონ მან მისცა პრიორიტეტი ოჯახის გამოსაკვებად არასასოფლო-სამეურნეო შრომას, დღეს ის იძულებულია მარჩენალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიატოვოს და ნებისმიერი შრომით დაკავდეს ამა თუ იმ ქალაქსა თუ ქვეყანაში, ოღონდაც თავისი ოჯახი გადაარჩინოს. ეჭვი არ არის, რომ ამ მდგომარეობის ძირითადი მიზეზი სოფლად შექმნილი გაუსაძლისი საწარმოო-ეკონომიკური და სოციალური პირობებია, რომლის გასაუმჯობესებლად მთავრობის მიერ ამ ორი ათეული წლის განმავლობაში ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე თითქმის არაფერი გაკეთებულა. დაპირება ქაღალდზე დაპირებად დარჩა.

    წერილი
    10.01.2011

    პაატა კოღუაშვილი,
    პროფესორი
    პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ წლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებისთვის, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, რამდენიმე პროექტი იქნა შემუშავებული.

    წერილი
    19.12.2010

    სამწუხაროდ, საქართველოში ავბედითი დილეტანტიზმის ზეობაა. ეროვნული მეცნიერება მთლიანად უარყოფილია. სპეციალისტებს აზრს არავინ ეკითხება. რუსეთის იმპერიისგან დაწყებული საქართველოს ეთნიკური აჭრელების პროცესი შეუქცევადად გრძელდება. რუსეთმა, გეორგიევსკის ტრაქტატის ჩათვლით, ყველა სამოკავშირო ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად აქცია, საქართველო მრავალგზის სისხლიანი ჩექმებით გადათელა და ახლაც თელავს, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოუსპო, ორ გუბერნიად გახლიჩა და თავის უკიდეგანო იმპერიას შეუერთა.

    წერილი
    11.12.2010

      პარასკევი, 10 დეკემბერი 2010 
      ბატონო დავით,
      უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას. თუმცა, ამჟამად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე, რაც, სამწუხაროდ, არ გახლავთ პირველი შემთხვევა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved