სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    27.03.2010

    ნიკოლოზ ლელუაშვილი,
      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    კაპიტალისტურმა ქვეყნებმა უმძაფრეს კონკურენციაში მიაღწიეს განვითარების დღევანდელ დონეს.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    25.03.2010

      კარის მლიქვნელებს და ხელის ბიჭებს რა გამოლევს ქვეყანაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც გაქანებული ავტორიტარიზმია და ერთი კაცის ნებაზეა (ტირანიაზეა) აგებული მთელი ქვეყანა. ის, რომ "ისტორიული წარმოსახვა ჯერ არასოდეს გაფრენილა ასე შორს, ოცნებაშიც კი..." (ნიცშე, "ისტორიის სარგებლობა და მავნებლობა") შესაძლებელი გახდა სააკაშვილის თავში გაჩენილი ავადმყოფური ფანტაზიის წყალობით, რომელიც "ქართული ოცნების რეკვიემის" წარმოდგენით გავიდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

    წერილი
    24.03.2010

      ძვირფასო რედაქციავ, მადლიერებას გამოვხატავთ გაზეთ "რეზონანსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით, "კონიაკის დასახლებას პრობლემებზე პასუხი მალე ექნება - ამბობს გამგებელი", სადაც ვრცლად არის მიმოხილული გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ანუ ყოფილი კონიაკის ქარხნის, ასევე ყოფილი მებაღეობის დასახლებაში არსებული მდგომარეობა.

    თამაზ აქუბარდია
    23.03.2010

      საბანკო სფეროს მიმართ ამერიკის სამთავრობო პოლიტიკა რომ ძირეულად შეიცვალა, უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს.

    ექსპერტთა კლუბი
    12.12.2009

    საქართველოს უშიშროების ორგანოებში მთელი მისი არსებობის მანძილზე საქმიანობის წარმოება მიმდინარეობდა ცენტრალიზებულად, იმართებოდა ქ. მოსკოვიდან. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმის წარმოება წარმოადგენდა. საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლები შეირჩეოდნენ, ინიშნებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ კიდევაც და თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა წარიმართებოდა საკავშირო სუკ-ში შემუშავებული და დამტკიცებული ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

    მიმართვა
    07.12.2009

       საზოგადოებისათვის ცნობილია, თუ რა შედეგით დამთავრდა ამერიკის შეერთებული შტატების "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ფორმატით ჩატარებული კონსულტაციები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ და კონსულტაციებში პარიტეტული წესით მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებამ როგორმე მისთვის მომგებიან სასტარტო პოზიციას მიაღწიოს.

    წერილი
    07.12.2009

       XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია ქვეყნის უზრუნველყოფა საკუთარი ენერგორესურსებით, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი ნავთობი და გაზია. ქვეყანას, რომელსაც ნავთობისა და გაზის საკმარისი რესურსები აქვს, შეუძლია უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყანა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    04.12.2009

    (დასასრული. დასაწყისი "რეზონანსის" წინა ნომერში)

    ალექსანდრე შალაბერიძე
    03.12.2009

       ამ სტატიაში მინდა შევეხო ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას და სრულიად დავეთანხმო ბატონების ვახტანგ ძაბირაძისა და ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას, როდესაც ისინი ფრანგულ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს უმართავ ნაღმს ადარებენ ("ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა - უმართავი ნაღმი", "რეზონანსი", 23 ნოემბერი, 2009. შემდგომ ყველგან, სადაც მითითებული არ იქნება წყარო, ბრჭყალებში მოცემული ციტატები ეკუთვნით ამ ავტორებს). და ეს უმართავი ნაღმი, რაც ქ რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს (1958 წლიდან), რამოდენიმეჯერ ამოქმედების წინაშეც იდგა.

    ღია წერილი
    03.12.2009

       ბატონო პრეზიდენტო! თქვენდამი განმეორებითი წერილის დაწერა გადამაწყვეტინა კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობის ჩამონგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში მშენებლის, დავით გვასალიას გირაოს გარეშე საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებამ; იმ მშენებლის, რომლის უვიცობის და არაკომპეტენტურობის წყალობით გარდაიცვალა ორი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა (რამდენიმე საათში შეიძლებოდა მსხვერპლი გაცილებით მეტი და შემზარავი ყოფილიყო).


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter