მოსაზრება
29.10.2017

ბატონებო,

2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა საქართველოს (კონტროლირებად ტერიტორიაზე) ადგილობრივი თვითმმართველობის სრული ძალაუფლება. გილოცავთ ამ გამარჯვებას!

მოსაზრება
26.10.2017

რამაზ გახოკიძე

ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, ქიმიაა: მთლიანად სიცოცხლე და თვით სიყვარულიც კი. შეყვარებული ადამიანის ქცევა გენეტიკურად განსაზღვრული თავისებური სტრატეგიაა. სიყვარული წარმოადგენს სიცოცხლის აუცილებელ მექანიზმს, რომელიც კაცობრიობას ეხმარება გადარჩენასა და გამრავლებაში. ჩვენ სიყვარულისთვის ვართ დაპროგრამებული. ადამიანში იმთავითვეა ჩადებული კეთილშობილური, მარადიული მოთხოვნილება ამ უნიკალური გრძნობისა. სიყვარული ჩვენი არსებობის აზრია.

მოსაზრება
19.10.2017

ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირისა და მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე

 თბილისის მერობის კანდიდატებმა ფაქტობრივად უარყვეს მშენებლობასა და ეკონომიკაში ფოკუსირებული თბილისელების მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი 4 პრობლემის მოგვარების უნიკალური რეფორმა. ეს პრობლემებია: სეისმური უსაფრთხოება, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება, მცირე მეწარმეობა და საგადასახადო კოდექსი.

მოსაზრება
16.10.2017

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

ჩვენს რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილ რთულ, შეიძლება ითქვას, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში საქართველოსთან მიმართებაში მრავალი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი პროეცირდება. ბევრ მათგანს არ აწყობს, მოედანზე არსებობდეს ძლიერი სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავს და წყვეტს მის წინაშე მდგარ ისტორიულმასშტაბიან ამოცანებსა თუ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.

მოსაზრება
14.10.2017

 არაზ ასლანლი, აბილხან ისაევი 

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა არ არის მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვესთან დაკავშირებული. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ორი ქვეყნის "საერთო ბედი". ორივე სახელმწიფო წლების განმავლობაში ერთი და იმავე მუქარის, ოკუპაციის ქვეშ იყო მოქცეული, ორივე სახელმწიფო ერთი და იმავე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ისინი ახლო წარსულში ერთი და იმავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყვნენ.

მოსაზრება
08.10.2017

ნოდარ ნათაძე

ბატონი ალექსანდრე დაუშვილი თავის ვრცელ ნაშრომში საქართველოს საბჭოთადროინდელი ისტორიის შესახებ წერს:

მოსაზრება
08.10.2017

 ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ახალი ინიციატივა გააცნო. პატრიარქის ინიციტივით, გვარებს დღე-ღამის განმავლობაში 12-სათიანი ლოცვა და სამი ცხვრის შესაწირის მიყვანა დაუწესდებათ, რითაც გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

მოსაზრება
04.10.2017

შოთა ჩხეიძე,

პროფესორი

ქართველმა ერმა ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებში თავისი სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა ერთსულოვნებით, ქვეყნისა და მოყვასის განსაკუთრებული სიყვარულით, ურთიერთთანადგომით შეინარჩუნა. ბევრი ძლიერი, უძველესი სახელმწიფო წაიშალა მსოფლიო რუკიდან და მრავალი ერიც გაქრა, საქართველომ კი გაუძლო მრავალსაუკუნოვან, დამპყრობლებისაგან ენის, ტრადიციების, სამშობლოსადმი თავდადების, ურთიერთთანადგომისა და სიყვარულის ჩაქრობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და ქართველი ერი თავისი ტერიტორიითა და ტრადიციებით გადარჩა.

მოსაზრება
28.09.2017

რამაზ გახოკიძე, ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი

იმპოტენცია მამაკაცთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. უკანასკნელ პერიოდში იმპოტენციის პრობლემა ისეთივე სიმწვავით დადგა, როგორც ნევროზების პრობლემა. სქესობრივი პათოლოგიების ძირითად მიზეზს ფუნქციური დარღვევები წარმოადგენს. არსებობს იმპოტენციის დაქვეითების ფიზიოლოგიური მიზეზები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი, ნეიროჰუმორული დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პათოლოგიებით, ჰორმონული ბალანსის დარღვევით, თავისა და ზურგის ტვინის დაავადებებით, შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესებით (ქრონიკული ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი).

მოსაზრება
23.09.2017

1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს შევარდნაძე ვალდებული იყო მიემართა გაეროსთვის განცხადებით, რომ რუსეთი თავისი "მოხალისეებით", თავისი საქართველოში ბაზირებული შეიარაღებული ძალებით და საქართველოს გარეთ ბაზირებული შეიარაღებული ძალებით აწარმოებს ომს საქართველოს წინააღმდეგ, და დახმარება მოეთხოვა.

მოსაზრება
21.09.2017

2017 წელი საქართველო-ჩეხეთის და საქართველო-იაპონიის ასოციაციების პრეზიდენტის, იაპონიის იმპერატორის ორდენის კავალერის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის კარლო ქველაძისათვის მრავალმხრივ საიუბილო წელია: იაპონიასთან თანამშრომლობის 30 წელი, ჩეხეთთან - 55 წელი და დაბადებიდან - 85 წელი.

მოსაზრება
21.09.2017

ანზორ საკანდელიძე

რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

გაერო-ს 1985 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფოს მიზეზით ყველა სახის დაზარალებული აღიარებულია სახელმწიფოს "მსხვერპლად" და აქედან გამომდინარე, დამზარალებელი სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ დაზარალებულს ზარალი 100%-ით აუნაზღაუროს პირდაპირი ან საკომპენსაციო წესით. თანაც, დაზარალება ითვლება ისეთი სახის მძიმე დანაშაულად, რომელიც არ ექვემდებარება ხანდაზმულობასა და სტრასბურგის სასამართლო პირველ რიგში განიხილავს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )