სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.12.2013

    გია გვარამია პროფესორი

    კომპიუტერების ეპოქამ, როგორც მოვლენამ, წაშალა საზღვრები ქვეყნებს შორის და თითქოს ერთ მთლიან ოჯახში გააერთიანა ქვეყნები, ამასთანავე, მთელი ქვეყნების ერების კულტურა, განათლება, თვითმყობადობა და სინამდვილე მისაწვდომი გახადა ყველასთვის. აგრეთვე მოსაზრება - რაც უფრო მეტი კომპიუტერი აქვთ ადამიანებს, მით უფრო თავისუფალია საზოგადოება - მართლდება.

    მოსაზრება
    30.11.2013

    მირზა სამხარაძე

    ხშირად ხდება, როდესაც მეტ-ნაკლებად გავლენიანი და ცნობილი პიროვნება წამოაყენებს რა ახალ შეხედულებებს, დანარჩენი ადამიანები ბრმად აიტაცებენ ამ იდეას და ჰგონიათ, რომ ის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამიტომაც ცდილობენ, ის მოარგონ ყველა დროსა და ისტორიულ ვითარებას. გადის ხანი, ცხოვრება უარყოფს მოცემული შეხედულების ქმედითუნარიანობას და მეცნიერება და პრაქტიკა იძენს განვითარების ახალ იმპულსს. ფიზიკაში ნიუტონის მექანიკის კანონებმა გზა დაუთმეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, მათემატიკაში ევკლიდეს გეომეტრიამ კი ლობაჩევსკის სივრცეს და ა.შ.

    მოსაზრება
    29.11.2013

    დევიდ ლიდინგტონი

    მინისტრი ევროპის საკითხებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრო

    ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ევროპის განუყოფელი ნაწილია. ისინი იზიარებენ ჩვენს ევროპულ ისტორიასა და კულტურას, ცდილობენ ააშენონ დამოუკიდებელი და წარმატებული მომავალი, როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც თავისუფალია გარე ზეწოლისა და გავლენისგან. ევროკავშირისთვის მათი მნიშვნელობა უდავოა.

    მოსაზრება
    27.11.2013

    სოსო მანჯავიძე

    ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულება

    საქართველოში მიმდინარე პროცესების გაგება და სწორი პოლიტიკის შემუშავება შეუძლებელია იმ ძალების ინტერესების იდენტიფიკაციის გარეშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებენ.

    მოსაზრება
    25.11.2013

    თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა ორ ფუნდამენტს ემყარება: მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებსა და ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ მიიჩნევა დღეს უმთავრეს ორიენტირებად განათლება და მეცნიერება, როგორც განუყოფელი ერთმთლიანობა თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოების ფორმირებისათვის, განვითარებულ მსოფლიოსთან ურთიერთობისათვის მზადყოფნისათვის.

    მოსაზრება
    25.11.2013

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    ვინაიდან, "ვარდების რევოლუციის" ბელადისგან და მისი თანამოაზრეებისგან გონივრული პასუხი ვერ მივიღე, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლებისგან ან საპატრიარქოდან მაინც გამცემს ვინმე საჯაროდ პასუხს, თუ რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე (ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე) წმინდა გიორგის გამოსახულება მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე. წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ?

    ნოდარ ნათაძე
    25.11.2013

    ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან საუბარში გამოთქვა აზრი, რომ ქართველებისა და საქართველოს დამოკიდებულება აფხაზებისა და აფხაზეთისადმი იგივეა, რაც რუსებისა და რუსეთის სახელმწიფოსი ქართველებისა და საქართველოსადმი. ეს თეზისი არ შეესაბამება რეალობას არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ხოლო საქართველო არ არის რუსეთის ნაწილი, სახელდობრ, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მიმართაც რუსეთი უცხო აგრესორია და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპანტი, არამედ მრავალი სხვა მხრივაც. კერძოდ:

    მოსაზრება
    21.11.2013

    ლევან გვაზავა  პროფესორი

    დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები (სამართლიანობის აღდგენის თაობაზე) იმედს იძლევა, რომ ეს ყველაფერი ტყესაც შეეხება, სადაც ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული ე.წ. "რეფორმების" შემდგომ, სრული განუკითხაობა და ქაოსია. ბოლოდროინდელ ნაბიჯებს თან სდევდა არა მარტო ტყეების, არამედ დარგის განადგურება, კლიმატის ცვლილებებით, კოკისპირული წვიმებით, წყალდიდობებით, ღვარცოფებით და მეწყერებით. ამას არა მარტო ნგრევა და განადგურება, არამედ ადამიანთა სიცოცხლეც ემსხვერპლა.

    ნოდარ ნათაძე
    18.11.2013

    საქართველოს ფედერალური მოწყობის (ფედერალიზმის) იდეა ჩვენს ქვეყანაში შემოცურებულ იქნა 1980-იანი წლების დამლევს. მისი იმპორტირება მოხდა არა ხელისუფლების ხელით, არამედ ქართულივე ორიოდე პოლიტიკური პარტიის ხელით. პრაქტიკული წინადადებების სახე ამ იდეამ მიიღო 90-იანი წლების დამდეგს, როცა ხელისუფლებაში უკვე პოლიტიკური პლურალიზმის ნიშნები გაჩნდა. ამ იდეას მაშინვე რამდენიმე უაღრესად მწვავე წერილობითი გამოხმაურება დაუპირისპირდა - სხვათა შორის, ასეთი სათაურითაც - "უმეცართა თარეში სახელმწიფოს საჭესთან", რასაც იდეის ავტორთა და ლობისტთა მხრიდან არანაირი პასუხის მცდელობა არ მოჰყოლია. არ მოჰყოლია იმ მარტივი მიზეზით, რომ ავტორებს და ლობისტებს საპასუხო არაფერი გააჩნდათ.

    ნოდარ ნათაძე
    11.11.2013

    |. საქართველოს პრეზიდენტი ა.წ. 27 ოქტომბერს არჩეულია ამომრჩეველთა 40 პროცენტის, ანუ უმცირესობის მიერ. 54%-მა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც გაუქმებულია მოთხოვნა, რომ არჩევნებში მონაწილეობდეს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი, პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულია რეფერენდუმის გარეშე. ამგვარად, პრეზიდენტი უკანონოა (არალეგიტიმურია).

    მოსაზრება
    08.11.2013

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    ნამდვილად არ ვარ ჩასაფრებულის პოზიციაზე, პირიქით, ჩემ მიერ დამუშავებული კონკრეტული ეკონომიკური პროგრამებით (ამ თემებზე 1998-2013 წლებში ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მაქვს 300-ზე მეტი პუბლიკაცია!), რომლებიც განხილული და მოწონებულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და პირადად ამ აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ, გულწრფელად მინდა დავეხმარო ახალ მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროს. სამწუხაროდ, მათი მისამართით გაგზავნილ ჩემს უამრავ ოფიციალურ წერილზე პასუხი არ მიმიღია. ასევე აბსოლუტური რეაგირების გარეშე დარჩა წლევანდელი ჩემი მრავალი საგაზეთო და სატელევიზიო გამოსვლა, მათ შორისაა გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ჩემი 10-ზე მეტი სტატია.

    მოსაზრება
    07.11.2013

    პაატა კოღუაშვილი  პროფესორი

    საქართველოს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღება უდავოდ უნდა ჩაითვალოს საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად. მან დასაბამი უნდა მისცეს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ის საკითხები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ნეგატიურად აისახოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე. კერძოდ, უნდა შეიქმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რითაც დარეგულირდება კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობათა ძირითადი წესები. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved