სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    28.10.2013

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი 

    სააკაშვილის მიერ ე.წ. ავლაბრის რეზიდენციის დატოვების შემდეგ აქტუალური გახდა ამ შთამბეჭდავი შენობის შემდგომი გამოყენების საკითხი. თავს უფლებას მივცემ, საზოგადოებას ჩემი თვალსაზრისი გავაცნო.

    წერილი
    25.10.2013

    27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გაგრძელდეს და გაღრმავდეს ის პროცესი, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობაზე" ქართველი ხალხის გამარჯვებამ ჩაუყარა საფუძველი.

    მოსაზრება
    24.10.2013

    გენადი მესხია

    დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    დასასრული, დასაწყისი "რეზონანსი" #284, 23 ოქტომბერი

    საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა

    საქართველოში ჰიდროენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 319 მდინარე, რომელთა წლიური პოტენციური ჯამური სიმძლავრე 15,63 მლრდ კვტ-ს, ხოლო გამომუშავებული საშუალო წლიური ელექტროენერგია 135,8 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. 208 საშუალო და დიდ მდინარეს აქვს 14,78 მლრდ კვტ ჯამური სიმძლავრე და 129,5 მლრდ კვტ/სთ-ს ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი. ტექნიკურად გამოყენებადია 81-90 მლრდ კვტ/სთ - წელიწადში. მათ შორის მცირე ჰესების ჯამური თეორიული ჰიდროენერგეტიკული წლიური პოტენციალი 40 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.

    მოსაზრება
    23.10.2013

    გენადი მესხია

    დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    ცოტა რამ სვანეთზე

    სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემო წელს. სვანეთი ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო გაერთიანებაა კავკასიაში. ის ცნობილია თავისი არქიტექტურული საგანძურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. საქართველოს ეს კუთხე თვისობრივად განსხვავებული სავიზიტო ბარათია მსოფლიო ტურიზმში. ამ მხარის კოლორიტი - თოვლით დაფარული ბუმბერაზი მთები და უძველესი კოშკები - პირველივე წუთიდან ატყვევებს მნახველს. ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქ მრავალი მართლმადიდებლური ეკლესია და ციხე-სიმაგრეა.

    მოსაზრება
    21.10.2013

    ნოდარ ნათაძე

    გრიგოლ მხეიძე

    საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს სამადსამი მულტიმილიონერი სიბიექტი - (ბაქრაძე-სააკაშვილის გუნდი, ივანიშვილი-მარგველაშვილის გუნდი, ბურჯანაძე), მათ გარდა - გაყალბების მუდმივმოქმედი მანქანა ცესკო, რომელიც შევარდნაძის ხელქვეით შექმნა მისმა მონაცვლე სამმა "დემოკრატმა" - ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ. დანარჩენი სუბიექტები, თითქმის უკლებლივ, ერთ სტანდარტზე გამოჭრილი მიკრომოტივტივეები არიან, რომელთა ამბიციების საზღვარია პოლიტიკაში ამა თუ იმ სახით "ყოფნა" და არა საქართველოს სახელმწიფოს ამა თუ იმ მიზნისაკენ - მათ შორის, არსებობის შენარჩუნების მიზნისაკენ - ტარება.

    მოსაზრება
    21.10.2013

    კარლ ბილდტი

    შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    2008 წლის გაზაფხულზე შვედეთმა და პოლონეთმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წამოიწყეს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე ორიენტირებული საკმაოდ ამბიციური პოლიტიკური ინიციატივა იყო.

    მოსაზრება
    19.10.2013

    ავთანდილ კახნიაშვილი სამართლის დოქტორი

    ვინაიდან დედაქალაქი კვლავ 5-იანებით მოიფინა, გადავწყვიტე, "ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატისთვის და მისი ძირითადი კონკურენტებისთვის ხუთი კითხვით მიმემართა. ვფიქრობ, პასუხები მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ გონიერ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში.

    მოსაზრება
    14.10.2013

    ლევან ჭიღლაძე იურისტი

    ალბათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა პრაქტიკოსი იურისტებისაგან და ადვოკატებისაგან მოგვესმინა ავადსახსენებელი იპოთეკური ომის შესახებ, რომელზეც საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება და რამაც ახლო მომავალში შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს ისედაც გაუბედურებულ ბიზნესს.

    მოსაზრება
    14.10.2013

    ვლადიმერ ახალაია  პროფესორი

    ყოფილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს ახალ მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, რომ აღადგინონ უცხო ენების პროფილის აღნიშნული უნივერსიტეტი.

    მოსაზრება
    11.10.2013

    ახლახან გამოსულმა ერთმა სქელტანიანმა (ფ4 ფორმატის 960 გვერდი) კრებულმა, რომლითაც აღინიშნა დიდი ქართველი მამულიშვილის - ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავი (შემდგენელი - ბ.კობაძე, რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მ.მშვილდაძე, გამომცემლობის რედაქტორი - მ.მარკოზიშვილი), სამწუხაროდ, გაიმეორა ერთი არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი, საფრანგეთის მე-18 პრეზიდენტი - შარლ დე გოლი (1890-1970) და ჩვენი სახელოვანი თანამემამულე, საფრანგეთის ეროვნული გმირი - დიმიტრი ამილახვარი (1906-1942) ერთად სწავლობდნენ სენ-სირის ცნობილ სამხედრო სასწავლებელში (გვ.936).

    მოსაზრება
    10.10.2013

    პაატა კოღუაშვილი

    პროფესორი

    მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას, ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის დაჩქარებული განვითარება.

    მოსაზრება
    09.10.2013

    დავიღალეთ სიღატაკეში ცხოვრებით. დავიღალეთ იმ დაპირებების მოსმენით, რაც სიცრუეში გადადის. დავიღალეთ უყურადღებობით და ჩვენი წამოჭრილი საკითხების იგნორირებით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved