სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მიმართვა
    04.10.2013

    მიმართვა

    გაცნობებთ, რომ წინამდებარე მიმართვა გამოიწვია წინასაარჩევნოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს არსებულმა უკიდურესად გამწვავებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა, რომელიც დღითიდღე პროგრესირებს. ხსენებული გამოწვეულია იმით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკურად არასწორი ქმედებები განახორციელა, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

    მოსაზრება
    04.10.2013

    რა დროს უნდა მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?! საკმარისი მხოლოდ ბიოლოგიური ასაკის გათვალისწინება, თუ არის სხვა კრიტერიუმები, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის აუცილებელია?!

    მოსაზრება
    03.10.2013

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    2 საუკუნეზე მეტია მსოფლიოში დომინირებენ მცირე მეწარმეები. ისინი წარმოადგენენ საზოგადოების საშუალო ფენას, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასა და, აქედან გამომდინარე, ძირითად ელექტორატს. სწორედ მათი საარჩევნო ხმებით იმართება დღეს მსოფლიო ეკონომიკა. ჩვენ პლანეტაზე დასაქმების 90% და მსოფლიოს მშპ-ის 70% მოდის მცირე მეწარმეობაზე.

    მოსაზრება
    02.10.2013

    ეს მიმართვა ეხება ყველას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, პოლიტიკური მოძრაობის წევრებს თუ მათ ლიდერებს, რომლებიც სიძულვილის მიზეზით შეგნებულად ამუხრუჭებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას და განვითარებას.

    მოსაზრება
    27.09.2013

    პაატა კოღუაშვილი

    ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

    საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით; ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.

    მოსაზრება
    27.09.2013

    მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნება" ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით საპარლამენტო არჩევნებში (ამ საკითხს ქვემოთ ცალკე შევეხებით) გამარჯვებული გამოვიდა და დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაჩნდა იმედი ქართველი ერის წინაშე მდგარი დილემის გადასაჭრელად.

    მოსაზრება
    26.09.2013

    გოჩა ჭანიშვილი

    დღეს ხელისუფლებაში ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის გადარჩენისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გზების ძიებაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ ლაპარაკობენ!

    მოსაზრება
    26.09.2013

    გენადი მესხია დოქტორი

    საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    მეცნიერება კაპიტალდაბანდებათა ყველაზე მომგებიანი დარგია. მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტურობა 4-ჯერ უფრო დიდია სხვა სფეროებში გაწეულ კაპიტალდაბანდებებთან შედარებით. (მაგალითად, თანამედროვე დონის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გაღებული 1 ლარის უკუგება 3 ლარს შეადგენს).

    მოსაზრება
    25.09.2013

    გურამ ყორანაშვილი

    ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი პარლამენტარი

    გასული წლის "რეზონანსის" 26 დეკემბრის ნომერში მე მივმართავდი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კიღურაძესა და განათლებისა და მეცნიერების აწ უკვე ექსმინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით, მოგვეწყო დისკუსია ქართული ისტორიოგრაფიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობის თაობაზე და აქედან გამომდინარე პრაქტიკულადაც რაიმე გვეღონა (და, ეს რომ ასეა, ამ გარემოებას ხაზგასმით აღნიშნავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის 2012 წლის საშობაო ეპისტოლეში. მეტიც, როგორც იქნა, ამასვე აცნობიერებს რამდენიმე ისტორიკოსიც.)

    მოსაზრება
    19.09.2013

    ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახტანგ ჟვანია

     

    ა(ა)იპ "კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი"

    მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (მათ შორის, გაზეთ "რეზონანსში"), ექსპერტების, პოლიტიკოსების, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ვრცელდება ფრაგმენტული და არცთუ იშვიათად მცდარი ინფორმაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსის, ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანიზაციაში მისი როლის შესახებ.

    მოსაზრება
    18.09.2013

    17 და 19 სექტემბერს ხაიშსა და თბილისში დანიშნულია ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ, იხ. გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდი) საჯარო განხილვა. საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით "რეზონანსში" (იხ. მ.წ. 25 აპრილის, "ენერგეტიკული პოლიტიკა-საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის. თეზისები მდგრადი ელექტროენერგეტიკისათვის").

    ღია წერილი
    18.09.2013

    ძალიან იშვიათად გამომითქვამს ხმამაღლა ჩემი აზრები ფეხბურთზე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ვფიქრობ, უთქმელობამ და არწყენის პოლიტიკამ მთლიანად ჩაძირა ქართული ფეხბურთი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×