მოსაზრება
13.12.2013

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ე.წ. ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსისადმი. ტელევიზიებით, ძირითადად ყოფილი "მოქკავშირლები" და ნომენკლატურული ოპოზიციონერები, ხოლო ეთერს გარეთ (ძირითად, გაზეთებსა და ქუჩის აქციებში) "ეროვნული ძალები" აქტურობენ და კოდექსიდან კატეგორიულად ითხოვენ იმ ქ|| კარის ამოღებას, რომლითაც "მუნიცალიტეტთა რეგიონული გაერთიანების" შექმნაა გათვალისწინებული.

მოსაზრება
11.12.2013

პაატა კოღუაშვილი  პროფესორი

საქართველოს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის მიღება უდავოდ უნდა ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ კანონის ის ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად ნეგატიურად აისახება ამ პროცესზე.

მოსაზრება
09.12.2013

ბატონებო,

გადავწყვიტეთ, ერთად მოგმართოთ ყველას - როგორც ხელისუფლებას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც სპეციალისტებს, ისე რიგით მოქალაქეებს...

მოსაზრება
09.12.2013

ჩვენმა ფართო საზოგადოებრიობამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, დიდი სიფხიზლე არ ახასიათებს გარე და შიდა ძალების მიერ მოწყობილი შეთქმულებების კასკადთა მიმართ, რაც საქართველოს ატყდება, ამჯერად ამოიცნო ნელი მოქმედების ბომბი, რომელსაც ვადად, დაახლოებით, ერთი-ორი წლით დაწყებული და, მინიმუმ, ას-ასორმოცდაათ წელზე გამწვდომი დროითი მონაკვეთი აქვს. სახელდობრ, უკვე მიხვდა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ვითომდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (განსაკუთრებით მისი ქ|| კარი) სხვა არა არის რა, თუ არ საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და, მით უმეტეს, ორგანიზებული სახელმწიფოს, აგურ-აგურ დაშლის გეგმა.

მოსაზრება
09.12.2013

ლერი ჯაყელი

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აკაკი ჩხაიძის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2007 წ. 14 მარტის განჩინებით, შეაჩერა თბილისში, მარუხის გმირების #1-3 მისამართზე მდებარე ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის და ეზოს ყიდვა-გაყიდვაზე რეგისტრაცია, რითაც პარალიზებულ იქნა ჩემი და ჩემი ბიზნესპარტნიორის საქმიანობა. ორი წლის შემდეგ იმავე სასამართლომ, 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ჩხაიძის სარჩელი - ჩემი კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობაზე და გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. გარდა ამისა, ჩემ სასარგებლოდ იქნა აღიარებული სასამართლო განხილვების სავარაუდო ერთი კალენდარული წლის ვადაზე გაანგარიშებული 146 ათასი აშშ დოლარი, რომელიც სასამართლომ, 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე ჩხაიძეს ჩემი მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად სასამართლოების სადეპოზიტიო ანგარიშზე შეატანინა.

მოსაზრება
07.12.2013

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია, უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.

წერილი
06.12.2013

ჩვენ, ანტისაბჭოური და ანტიკომუნისტური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ საბჭოთა იმპერიული და კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიული სისტემის სისასტიკე, მაგრამ თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა არასოდეს შეგვიწყვეტია, ვგმობთ კიევში, მეიდანზე უკრაინის ხელისუფალთა მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების ვანდალური დარბევის ფაქტს და სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

მოსაზრება
02.12.2013

გრივერ ფარულავა

რომან შაქარიშვილი

თემურ ნანეიშვილი

ვახტანგ კოკილაშვილი

იდგა 1963 წლის ივნისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, ქართველ მათემატიკოსთა რჩეული გუნდი შეკრებილიყო. საკანდიდატო დისერტაციას იცავდა ივანე კიღურაძე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა.

მოსაზრება
02.12.2013

მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია,

ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე

მურმან ლებანიძე

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის - "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" - პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას.

 

მოსაზრება
02.12.2013

გია გვარამია პროფესორი

კომპიუტერების ეპოქამ, როგორც მოვლენამ, წაშალა საზღვრები ქვეყნებს შორის და თითქოს ერთ მთლიან ოჯახში გააერთიანა ქვეყნები, ამასთანავე, მთელი ქვეყნების ერების კულტურა, განათლება, თვითმყობადობა და სინამდვილე მისაწვდომი გახადა ყველასთვის. აგრეთვე მოსაზრება - რაც უფრო მეტი კომპიუტერი აქვთ ადამიანებს, მით უფრო თავისუფალია საზოგადოება - მართლდება.

მოსაზრება
30.11.2013

მირზა სამხარაძე

ხშირად ხდება, როდესაც მეტ-ნაკლებად გავლენიანი და ცნობილი პიროვნება წამოაყენებს რა ახალ შეხედულებებს, დანარჩენი ადამიანები ბრმად აიტაცებენ ამ იდეას და ჰგონიათ, რომ ის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამიტომაც ცდილობენ, ის მოარგონ ყველა დროსა და ისტორიულ ვითარებას. გადის ხანი, ცხოვრება უარყოფს მოცემული შეხედულების ქმედითუნარიანობას და მეცნიერება და პრაქტიკა იძენს განვითარების ახალ იმპულსს. ფიზიკაში ნიუტონის მექანიკის კანონებმა გზა დაუთმეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, მათემატიკაში ევკლიდეს გეომეტრიამ კი ლობაჩევსკის სივრცეს და ა.შ.

მოსაზრება
29.11.2013

დევიდ ლიდინგტონი

მინისტრი ევროპის საკითხებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრო

ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ევროპის განუყოფელი ნაწილია. ისინი იზიარებენ ჩვენს ევროპულ ისტორიასა და კულტურას, ცდილობენ ააშენონ დამოუკიდებელი და წარმატებული მომავალი, როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც თავისუფალია გარე ზეწოლისა და გავლენისგან. ევროკავშირისთვის მათი მნიშვნელობა უდავოა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×