რეზონანსი
03.12.2020

სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს  ბატონ იური პაპასქუას

სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ როინ სებისკვერაძეს

სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ბატონ ნუგზარ თომაშვილს

სს გლდანის აქციონერებს

სს გლდანის გენერალურ დირექტორს ბატონ ზვიად გადელიას

სს გლდანის (209439099) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართება 2020 წლის 14 დეკემბერს 15 საათზე, მისამართზე თბილისი, შარტავას გამზირი 35/37 (მესამე სადარბაზო, მეექვსე სართული) ბინა 110.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგია:

1. ქ. თბილისი ტრიკოტაჟის ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის მართლზომიერების საკითხი;

2. სს გლდანის მიერ ამხანაგობის დაფუძნების მართლზომიერების საკითხი;

3. სს გლდანის მოძრავი ქონების (დაზგა-დანადგარები) რეალიზაციის მართლზომიერების საკითხი;

4. ამხანაგობა გლდანი პალასის უფუნქციობისას, სს გლდანის ამხანაგობიდან არგასვლის მართლზომიერების საკითხი;

5. ამხანაგობა გლდანი პალასში წევრთა ცვლილების დასაბუთება, მიზნობრიობა და მართლზომიერების საკითხი;

6. ამხანაგობა გლდანი პალასის სახელით სს გლდანის ქონების შპს ახალი პროდუქტის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის საკითხი;

7. შპს ახალი პროდუქტის სესხის პრობლემურად გახდომის შემდეგ სს გლდანის ადმინისტრაციის უმოქმედობის საკითხი;

8. შპს ახალი პროდუქტის სესხის პრობლემურად გახდომის და სს გლდანის ქონების იძულებითი რეალიზაციის პროცესში იძულებით აუქციონზე გატანილ ქონებაზე განვითარების გენერალური გეგმის შეთანხმების საკითხი;

9. შპს ტემპზე ქონების რეალიზაციის საკითხი;

10. სს საქართველოს ბანკზე ფორმალურად გადასული ქონების მომავალზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის ან არმონაწილეობის მიზეზები და შედეგები;

11. საკითხი, ახალ მყიდველზე სს გლდანის ქონების პირობადებული საკუთრების სახით გადაფორმებისას რატომ იყო ფაქტობრივი ბენეფიციარი 1) შპს ახალი პროდუქტი (200112234); 2) შპს Premium Product (404426714); 3) შპს M.P.S. (404944450); 4) შპს დომინიონი (404474877); 5) ირაკლი სულაბერიძე; 6) ირაკლი შაორშაძე; 7) ნოდარ სულხანიშვილი; 8) პლატონ შაორშაძე; 9) ალექსანდრე კიკნაძე; 10) ზურაბი ჩიკვაიძე ; 11) ნანა მიქაუტაძე .

12. სს გლდანის მიერ კრედიტების/სესხების აღების და ხარჯვის ანგარიში;

13. სს გლდანის თანხების ხარჯვის მართლზომიერება;

14. შპს კომპანია ალბატროსის, შპს გეოკაპიტალის, შპს ტორნადო ქლინინგ კომპანის და შპს მასტერ ჯგუფის საკითხი;

15. სს გლდანის აქციათა გასხვისების და ,,ახალი აქციონერების’’ საკითხი, რომელთაც უკანონოდ შეიძინეს აქციები და დღეისათვის დომინანტ აქციონერებს წარმოადგენენ;

16. სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;

17. სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;

18. სს გლდანის დირექტორის დანიშვნა;

19. სს გლდანის საშტატო-საკადრო საკითხების გადაწყვეტა;

20. სს გლდანის აქციონერთა (წვრილი აქციონერები) საწარმოს მართვაში ჩართვისათვის აუცილებელი ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა;

21. მესამე პირების მიმართ სარჩელების შეტანის საკითხი;

22. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე N091011117007 სს გლდანის (209439099) ჩართვის საკითხი

23. სხვა საკითხები.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს სხდომის ჩატარების ადგილი ან/და სხდომის წევრი/წევრები ჩაერთონ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული მიზნით საბჭოს წევრებმა/დაინტერესებულმა აქციონერებმა თავიანთი ტელეფონების ნომრები, Skype, WhatsApp, Viber და ელექტრონული ფოსტის მისამართები გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: aqaunti47@gmail.com

აღნიშნულ ფოსტაზე ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი შენიშვნები, წინადადებები და პოზიციები მოცემულ თუ სხვა საკითხებზე.

 სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე იური პაპასქუა

სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე როინ სებისკვერაძე

სს გლდანის გენერალური დირექტორი ზვიად გადელია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×