სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    19.07.2019

     შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2", რომელიც ახლა უკვე არის ქიბარ ხალვაშის, ფლობს სამ არხს - „რუსთავი 2"-ს, „მესამე" არხს და „მარაოს". ანუ, ქიბარ ხალვაშს ადრე თუ ჰქონდა ერთი არხი, ახლა მიიღო სამი არხი... შესაბამისად ცალკე „მესამე" არხზე „რუსთავი 2-ის ახლანდელი გუნდი ვერ გადავა... ახლა ძალიან მძიმე და ემოციური მდგომარეობაა და ახალი არხის გახსნაზე კონკრეტული გეგმა ჩვენს გუნდს ჯერ არ აქვს, - აცხადებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი იურისტი თამთა მურადაშვილი.

    თამარ შუკვანი
    19.07.2019

     ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება" რეიტინგით ლიდერობს, თუმცა მისი პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგზე გაცილებით დაბალია. საყურადღებოა, რომ ამ კვლევის თანამხად, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსების რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა. რეიტინგში 59%-ით „ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, მეორე ადგილს 49%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 40%-ით შს მინისტრი გიორგი გახარიაა.

    ია აბულაშვილი
    19.07.2019

     "სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია იქ იყო დარღვევები და ეს გაითვალისწინა სწორედ სასამართლომ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რუსთავი 2" -ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებას.

    ია აბულაშვილი
    19.07.2019

     "ვინმეს, თუ ჰგონია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილმა რამე მოიგო, ან საზოგადოება შემობრუნდება "ქართული ოცნებისკენ"; ან იმ ზღაპრების, რომ "რუსთავი 2"-ის დაკარგვით ოპოზიციური მუხტი დაეცემა, ძალიან ცდება. ამ გადაწყვეტილებით არც "ოცნებას" მოუგია და არც "ნაციონალებს" წაუგიათ, უბრალოდ სამართალმა გაიმარჯვა" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

    ეკატერინე ბასილაია
    19.07.2019

     „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიების მორიგი დიდი ტალღა იწყება. ახლა უკვე არხის ახალი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლო დავას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იწყებს. ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა, ხალვაშთან დოკუმენტიც გაფორმებული აქვს და ახლა ის სასამართლოსგან ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვს.

    თამარ შუკვანი
    19.07.2019

     „თუკი თურქეთმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, შეიძლება მას წევრობა შეუჩერონ. მსგავსი შემთხვევა თურქეთს ჰქონდა, როდესაც მან პირდაპირი აგრესია განახორციელა კვიპროსზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.

    თამარ შუკვანი
    19.07.2019

     „რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ტელეკომპანიაში დღეს მეორედ მივიდა და ხელმძღვანელობას ხვდება. კერძოდ, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებების უფროსებს. გუშინდელთან შედარებით დღევანდელი ვიზიტი, ასე ვთქვათ, ოდნავ ნაკლებად მტრულ გარემოში მიმდინარეობს.

    ია აბულაშვილი
    19.07.2019

     "რუსთავი 2"-ის გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" კარგავს არა მარტო კარგ გამხმოვანებელს, არამედ მისთვის მებრძოლ მხარდამჭერებსაც. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება და უფრო შეასუსტებს მის რეიტინგს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

    ეკატერინე ბასილაია
    18.07.2019

     „რუსთავი 2"-ის გამო დიდი ბრძოლა იწყება. სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროცესები ელვის სისწრაფით განვითარდა - სულ რაღაც რამდენიმე საათში საჯარო რეესტრში შეიცვალა არხის მფლობელიც და გენერალური დირექტორიც. გვარამია გადააყენეს და მის ნაცვლად დაინიშნა ადვოკატი პაატა სალია, რომელიც იმავე ღამეს მივიდა ტელევიზიაში, სადაც ჟურნალისტებმა განუცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

    ია აბულაშვილი
    18.07.2019

     "აქ არის პრინციპის საკითხი, თორმე რა პრობლემაა, "რუსთავი 2" სხვა შენობაშიც გააგრძელებს მაუწყებლობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია, რომელიც იურისტია, ბოლო ბერკეტს გამოიყენებს "რუსთავი 2"-ის დასაცავად" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

    ეკატერინე ბასილაია
    18.07.2019

     „ომი რას ნიშნავს?! ფიზიკურად უნდა შემეხოს ვინმე, შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს? რა უნდა მოხდეს, მითხარით?! მე იქ მისვლის პრობლემას ვერ ვხედავ. ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე ვერ ვხედავ პრობლემას. ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა მივიდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას ომით და ფიზიკური ძალადობით დახვდნენ... რომ მივიდე და დაველაპარაკო, რა უნდა მოხდეს?!... ვიღაც ფიზიკურად დამიპირისპირდება, სროლას და ომს დაიწყებს?!"- აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ხალვაშის მიერ „რუსთავი 2"-ის ახალ გენდირექტორად დანიშნული პაატა სალია.

    თამთა ჩაჩანიძე
    18.07.2019

     „ყველა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იწვევს-ხოლმე სამართლიანობის დადგენას, ამ ეტაპზე მოგვწონდა თუ არა რუსთავი 2, ან ვიზიარებდით თუ არა მათ ხედვას, იყო ერთ-ერთი ფხიზელი სივრცე მედიაში, ბუნებრივია ამის გაქრობა სახელმწიფოსთვის და მათ შორის ხელისუფლებისთვისაც არასასურველი იქნება," - ამბობს „რეზონანსთან" მედიაექსპერტი არჩილ გამზარდია რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved