ია აბულაშვილი
29.07.2020

„ოპოზიცია ფაჩიკოს გარმონივით დაიშალა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილებს, მხოლოდ ერთი იდეა აერთიანებდათ, რომელსაც ჰქვია სკამი და ეს სკამი ვერ გაიყვეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზციაში შექმნილ ვითარებას.

„გაერთიანებულ ოპოზიციაში" ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, მათ თავისი გამარჯვების ფორმულა აქვთ და მანდატების ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ევროპული საქართველო" კი იმედგაცრუებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს და 22-ივე ოლქში თავის კანდიდატს აყენებს, „გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალ პარტიებს მოუწოდებს შეჯერდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე.

„ვინ ელოდა კარგს „ნაცონალური მოძრაობისგან", ძალიან მაინტერესებს?! თავიდანვე ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ ვერ მორიგდებოდნენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლიც ვერცერთ პარტიას ვერ აიტანს, ოდნავ პრეტენზიას თუ წაუყენებს?! მოსალოდნელიც იყო, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილებს მხოლოდ ერთი ინტერესი აერთიანებდათ, რომელსაც ჰქვია სკამი და ეს სკამი ვერ გაიყვეს.

ოპოზიცია ფაჩიკოს გარმონივით დაიშალა. რა იქნება არჩევნებზე, არ ვიცი, მაგრამ ალბათ პატარ პარტიებიდან რამდენიმე გადალხავს 1%-იან ბარიერს, ისიც დიდი ძალისხმევით. ნათელაშვილი ყოველთვის იყო და ასეთი დარჩა, „თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი". ჰყავს გარკვეული ელექტორატი, რომელიც მის გაცვეთილ ტყუილს კიდევ იჯერებს და შეიძლება იმდენი მოახერხოს, რომ თავის პარტიიდან მარტო შევიდეს პარლამენტში. ეჭვი მეპარება, რომ ნინო ბურჯანაძე მოხვდეს მომავალ პარლამენტში, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა - ბოკერია ლამის ქრისტედ გამოაცხადა.

„ნაციონალები" და „ევროპული საქართველო", რომლებიც ფორმალურად არიან გაყოფილნი, ერთი კაცის, ტროცკის იდეური შვილები არიან, ნეოტროცკისტები, რომელსაც, სააკაშვილიც ვეღარ უშველის, რადგან ნიკოლოზის დროინდელი პოლიტიკოსია. ეს ძალა სანუკვარ ტახტს ვერასდროს დაიბრუნებს და არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მათ ადგილს კი არა ჩასაფრებული, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ოპოზიცია დაიკავებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×