თამთა ჩაჩანიძე
30.07.2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. ისინი ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ.

ბობ მეიერმა სარჩელით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს მიმართა, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

ამ ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც, მათი თქმით, ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კონსორციუმისა და მეიერის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. მისივე აზრით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულებას თავი ვერ მოაბა და საკითხის პოლიტიზირებასა და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვალდებულებები არ შეასრულა და ამჯერად „საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდა".

„სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმი ცდილობდნენ, ეს პროექტი არ შემდგარიყო, რადგან, პრაქტიკულად, მათ არ შეასრულეს არც ერთი ვალდებულება, ვადები არ დაიცვეს და არ მოიზიდეს ინვესტიციები პროექტის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით ინვესტორები მოვიზიდოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ისინი ცდილობენ, აღნიშნული პროცესი დააზიანონ და საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდნენ. ამის პერსპექტივა არ აქვთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშივილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ანაკლიის კონსორციუმისა და მისი მთავარი ინვესტორის მიერ წამოწყებული სასამართლო დავა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე პროცესია, რადგან, მისი თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ კონსორციუმსა და მენეჯმენტზე სისტემური შეტევა განხორციელდა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე პროცესია, შეიძლება ითქვას, რომ უახლეს ისტორიაში ასეთი მძიმე პროცესი საქართველოს არ ჰქონია, აქ უკვე მნიშვნელობა იმას აღარ აქვს, ვინ რა დაარღვია და როდის. საქმე ისაა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ანაკლიის კონსორციუმზე, როგორც ოპერატორსა და მის მენეჯმენტზე, სისტემური შეტევა განხორციელდა და, სამწუხაროდ, საკმარისი არგუმენტები აქვთ, რომ ეს ყველაფერი დამტკიცებული იქნას.

„საქმე ისაა, რომ როდესაც შენ კონსორციუმის მენეჯმენტის წინააღმდეგ აბსოლუტურად ხელოვნურ საქმეს აღძრავ (მხედველობაში მაქვს ფულის გათეთრება), წარმოიდგინეთ კონსორციუმის მენეჯმენტი საინვესტიციო პაკეტის შეკვრაზე მუშაობს და ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს ეუბნება, რომ ოპერატორი ფულის გამთეთრებელი, მაფიოზი და საზიზღარი ადამიანია. რომელი იდიოტი ჩადებს ასეთ სიტუაციაში ფულს?

„ფაქტობრივად, შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულად ინვესტორები დაეფრთხო, შესაბამისად, ხელოვნურად უზრუნველყო ის, რომ კონსორციუმს ვალდებულებები ვერ შეესრულებინა, მერე კი იმ არგუმენტით, რომ ვალდებულებებს არ ასრულებდა, კონტრაქტი გაუწყვიტა.

„ასეთი ჯაჭვი იკვრება, მითუმეტეს, რომ ის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე თვითონვე კონსერვაციაში გადაიტანეს, იმიტომ, რომ არ იციან, რა უქნან, ანუ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საერთაშორისო არბიტრაჟში ძალიან მძიმე არგუმენტებია და ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო, მაღალი ალბათობით, ამ დავას წააგებს.

„აქ მარტო მილიარდ დოლაზე არაა ლაპარაკი, რასაც პირდაპირი ზარალის სახით მივიღებთ, ესაა უზარმაზარი ზარალი იმიტომ, რომ მომავალში სხვა ინვესტორებისთვის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში კონკრეტული ხელისუფალი იზარალებს და ეს სახელმწიფოებრივ ზარალში არ გადავა, ნაბისმიერი ხელისუფალი წყალს წაუღია, ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, იმედია, რომ ეს სახელმწიფო ზარალი არ იქნება და ეს აღქმული იქნება, როგორც კონკრეტული ხელისუფლის სისტემური მანკიერება.

„მგონია, რომ ამ ქეისში ასევე ძალიან ბევრი საკითხი იქნება, აქ პერსონალური საკითხებიც წამოიჭრება, იქნება საკითხი როგორც ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებასთან დაკავშირებით, ასევე, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმეში გახარიასგან ის სავარაუდო მუქარის წერილიც ჩაიდება და ძალიან ბევრი სხვა რაღაც მოხდება, ანუ, ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან სკანდალური საქმე იქნება, რომელშიც ძალიან ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება. ეს, სამწუხაროდ, ჩვეთვის ძალიან დამაზიანებელია", -განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ წამოწყებული დავა „ლოკალური დონის კინკლაობას გავს", ხოლო, მისი აზრით, საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ ეს საქმე რაც შეიძლება, დიდხანს გაწელოს.

„ანაკლიის პროექტს უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ეს რომ ეკონომიკურ დავაზე დავიყვანოთ, პროექტის მნიშვნელობა ძალიან ზოგადი იქნება.

"ეს არ ვიცი, რასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა იმასთან, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციაში არიან და ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. პროექტთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ შემდგომი ოპერატორებიდან ანაკლიის პროექტს ვინ განახორციელებს.

„ეს ყველაფერი ძალიან ლოკალური დონის კინკლაობაა, ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება ამას არ გადაიხდის და ბუნებრივია, ვალდებულებას არ აიღებს, თუმცა ამ პროექტის შეჩერება რატომ მოხდა, ესეც, ალბათ, მალე გამოჩნდება. გამოჩნდება ის, რომ ამ პროექტის რეალიზაციაში ახლა უკვე ვინ ჩაერთვება, რამდენადაც ვიცი, მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა და მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო.

„ეს უფრო გეოპოლიტიკური თამაშია, მთავრობა შეეცდება, რომ ეს დავა რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს. ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს, შემდგომ კი უკვე მთავარი იქნება, მთავრობა ამ პროექტის ახალ შემსრულებლად ვის დაასახელებს. იქ რეალურად გამოჩნდება, თუ საქართველოს მთავრობა რეალურად ვისი გეოპოლიტიკური ინეტერესების მხარეს დგას.

„თუ მოხდა და ამ პროექტში ამერიკული ინტერესების გამომხატველი ძალა ჩაერთო, ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და უბრალოდ შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაითვალისწინონ ან შეიძლება, ასე არ იყოს და სხვა რამ იყოს.

„ასე რომ, ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ლაკმუსის ქაღალდია ამჟამინდელი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსისა", - განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
aburjga   (31.07.2020)
თქვენ გეგონათ გაანგრიეთ, დაანგრიეთ ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერება! ისე შეხვედით საკუთარი თავის ხიბლში, რომ როცა თეთრზე შავიაო ამბობთ, გულით გჯერავთ! თავზე დაგვასვით წყეული იანკები, გააუფასურეთ რა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და სხვა მამულიშვილების უკომპრომისო ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეროვნული სუვერენიტეტი! კიდევ განგრევა-დანგრევაზე ლაპარაკობთ, კიდევ იფხორებით?! ვიცით, თქვენ ყველაფრის მკადრებლები ხართ... წადით გაიპარეთ, შეძვერით სადმე სოროში, ხალხს ეჯავრებით, სადმე არ გადაგაწყდეთ!

1234-ს   (30.07.2020)
ხანდახან მომენატრება ხოლმე შენი შეკვეთილი კომენტარები. ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი სერიოჟ, ოქტომბერში დაგიყენებთ ხვატს თქვენს ბანაკში, ისე გაგანგრევთ ისე რო რუსის ხსენება დილის ერექციასაც გიკლავდეთ ქოცების ბანაკში. ამხანაგო ორჯონიკიძე, შენნაირები და ბიძოსნაირები მოუნელებია ამ ერს?!!!! ქართველებს ვერ მოხნავთ ორჯო ვერა

1234   (30.07.2020)
რა ყველაზე მძიმე პროცესია? საიდან თხრით ამ ეპითეტებს? გაგრის გენოციდს რა უნდა დაარქვა მაშინ? სოხუმის დაცემას, სამაჩაბლოს ეთნიკურ წმენდას? ანაკლიიის საქმე იცი, წაგითხავს ხელშეკრულება? ფრონტერასი არ იყოს, ვიღაც გურულმა შევადნაძის და მისი ძმის მეშვეობით შუაგულ კახეთში მოქმედი და გამართული საბადო, ხალხის ქონება, უფასოდ ხელში ჩაიგდი, მეორეხარისხოვანი ყოფილი ამერიკელი ბიუროკრატისგან პოლიტიკური კრიშა მიიღო - ამერიკულ კომპანიად გააფორმა, არც ინვესტიცია ჩაუდია, გადასახადებს და ხელფასებს არ იხდიდა, და ამისთანა კომპანიას ლობირებას უკეთებს გამყიდველი ვაი პოლიტიკოსები ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. რითი განსხვავდება მათი აზროვნება ბანანის რესპუბლიკის კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან? ვერ მოიშალეს კოლონიური პატრონის ძებნა. სტამბოლი, ისპაჰანი, მოსკოვი, და ეხლა ვაშინგტონი. ვერ დაივიწყეს აზიური ქცევა და თავი დასავლურებად მოაქვთ. ადრე კრემლიდან ჩამოსულ ჩინოვნიკებს ეგებოდნენ მათი მშობლები ფიანდაზად, ეხლა ესინი ვიღაც ლაწირაკ 30 წლის კოგნრესმენებს რომლებმაც რუკაზეც კი არ იციან საქართველო სად არის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×