მარიამ ნებულიშვილი
31.07.2020

„აშშ-ის სენატორების ერთი ჯგუფის პოზიციას არავითარი გავლენა საარჩევნო სიტუაციაზე არ ექნება," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამერიკელი სენატორების წერილს. ამის მიზეზად ის საზოგადეობის დიდ ნაწილს ასახელებს, რომელიც საერთოდ არ არის დაინტერესებული პარტნიორების განცხადებებით და მისთვის აქტუალური სოციალური პრობლემებია.

„აშშ-ის სენატორების ერთი ჯგუფის პოზიციას არავითარი გავლენა საარჩევნო სიტუაციაზე არ ექნება, რასაკვირველია არის ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელიც ყურადღებით ისმენს, რას ამბობს აშშ-ის ხელმძღვანელობა, მათ შორის სენატორები, მაგრამ ეს არის მცირე.

„არის ადამიანების მეორე ჯგუფი, რომელიც დასანახად ვერ იტანს „ქართულ ოცნებას", მაგრამ, იმდენად ღიზიანდება სენატორების ასეთი რეაქციით და ტონით, რომ სულ რომ არ უნდოდეს „ოცნება", მაინც მას დაუჭერს მხარს.

„რაც შეეხება მესამე და ყველაზე დიდ ჯგუფს, არ აინტერესებს, რა ხდება გარეთ, ის არის დაკავებული სოციალური პრობლემატიკით, რაც მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამ ჯგუფმა ძალიან კარგად იცის ქართული პოლიტიკური რეალობა, რომ ესაა ელიტებს შორის ბრძოლა, ესაა ლობისტური ინსტიტუტების მუშაობა და არა რეალური რეაგირება იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში", - თქვა მან.

მისივე თქმით, სენატორების მსგავსი განცხადებები არ ჯდება დიპლომატიურ ფორმატში და კონკრეტულ კომპანიას ლობირებს.

„ეს უკვე არანაირ ფორმატში არ ჯდება, ამის მერე უბრალოდ ძალიან გაჭირდება ურთიერთობის ნორმალური სამუშაო სისტემის შექმნა. იმიტომ კი არა, რომ მართლები ან მტყუანები არიან, ამაში არაა საქმე. ახლა მთავარია ფორმა, გაუთავებელი, წარმოუდგენელი ზეწოლა, რომელიც ხდება თან ისე, რომ საქმის კურსში არ ხართ, თან აშკარად ჩანს, რომ ღიად ლობირებ კონკრეტულ კომპანიას.

„მე სხვა ქვეყნების მიმართაც მოვიკითხე და მითხრეს, რომ კი იყო ლათნური ამერიკის ქვეყნების შემთხვევაში ასეთი რამ, მაგრამ პარტნიორულ ლოგიკას ეს არ ექვემდებარება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აქ განლაგებულ დიპლომატიურ კორპუსებთან, არაამერიკელებთან და გვითხრეს, რომ ეს მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მოულოდნელი იყო. მე ვსაუბრობ ზეწოლის ფორმაზე, მიუხედავად იმისა, მართლები არიან თუ არა მეორე მხარეს.

„ის, რომ არც ფრონტერას შემთხვევაში და არც ანაკლიის პორტის შემთხვევაში ბოლომდე მართალი არაა ამერიკული მხარე, ფაქტია. იმიტომ კი არა, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზეა, სასამართლო სრულყოფილია და ა.შ. ეს ასე არაა, ობიექტურად შორს ვართ სრულყოფილებისგან, მაგრამ რა ფორმითაც ისინი ცდილობენ ქართული მხარე აიძულონ, აბსოლუტურად მიუღებელია. მაგალითად, სენატორი რიშის განცხადება, რომ პრეზიდენტმა უნდა გადადგას ესა და ეს ნაბიჯი. უნდა! არ ვიცი, ნელ-ნელა უმცროსი პარტნიორის ფორმატიდან გადავედით ვარშავის ფორმატში, ამ საქციელით, რასაც აკეთებს ამერიკული პოლიტიკური ინტებლიშმენტის ერთი ნაწილი," - ამბობს არეშიძე.

რაც შეეხება ოპოზიციას, არეშიძის თქმით, მათთვის რურუაზე ფოკუსირება წამგებიანია და სწორედ ამიტომ ასაუბრებენ ლობისტებს.

„ოპოზიციამ იცის, რომ რურუაზე წინასაარჩევნო კამპანიის აგება მომგებიანი არაა და ამიტომ ალაპარაკებენ თავიანთ ლობისტებს. ეს ყველაფერი ზედაპირზეა და ძალიან კარგად ჩანს. იმიტომ კი არა, რომ რურუა ცუდი ან კარგი ადამიანია, ამაში არაა საქმე. ერთ პიროვნებაზე, რომლის მიმართაც ეჭვები არსებობს მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, საარჩევნო კამპანიის აგება წამგებიანია. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომაა, ხმას რომ არ იღებს, მცირე გამონაკლისის გარდა", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსთან გაგზავნილ წერილში, რომელიც 30 ივლისს გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, მათი თქმით „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ რეგრესი განიცადა. კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ პომპეოს პრემერ-მინისტრ გახარიასთან შეხვედრისას ფრონტერასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილოს ყურადღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
***   (01.08.2020)
1500 Lari chauricxes?

Patikia   (01.08.2020)
შენი. არაკაცი. და. ძალად. ექსპერტი. დედას. შევეცი. შე. ნაბოზვარო

ჭორლეონე   (31.07.2020)
შენი 007 დედას შევთხარე

giga   (31.07.2020)
cvela dircas ergeba

222   (31.07.2020)
1500 ლარიანი ბოზი

ultra   (31.07.2020)
ეს მეორე 1500 ლარიანი ექსპერტი! ამათ იმის იმედი აქვთ ხალხი ქოცობას დაუჭერს მხარს და ბიძოც გაპრავდება ამერიკასთანო. არშეიძეს ვატყობ ვერაფერი უსწავლია ახლო წარსულიდან, ვერაფერი გაუგია ამერიკასთან ჭიდილის შედეგებზე. ხოდა არაა საჭირო კიდე გადაგვჩეხონ ამ ბრმებმა

---   (31.07.2020)
1500 ლარიანი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×