თამთა ჩაჩანიძე
31.07.2020

„თეორიულად გამორიცხული არაა, რომ „ოცნება" პირელ ადგილზე გავიდეს, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე გასულმა პარტიებმა შიგნით კოალიცია შეკრან და მათ დაამტკიცონ მთავრობა, ანუ გამორიცხული სულაც არაა, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება" კი გავიდეს, მაგრამ გამარჯვებული ოპოზიცია აღმოჩნდეს," - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგმა და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა.

როგორც ამბობს, „ოცნებას" ეშინია, რომ ოპოზიცია კოალიციას შექმნის და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრის ჩაშლაც ამის შედეგი იყო.

„ქართული ოცნება" რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს შორის პირველ ადგილზე გავა, ამასი ეჭვი არავის არ ეპარება, ეს არაა ინტრიგა, ეს ბუნებრივადაც ასე იქნება, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა გამარჯვებას არ ნიშნავს, პოლიტიკური ძალა იმ შემთხვევაშია გამარჯვებული თუ მთავრობის ჩამოყალიბება და ბიუჯეტის მიღება მარტო შეუძლია.

„თეორიულად გამორიცხული არაა, რომ „ოცნება" პირელ ადგილზე გავიდეს, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე გასულმა პარტიებმა შიგნით კოალიცია შეკრან და მათ დაამტკიცონ მთავრობა, ანუ სულაც არაა გამორიცხული, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება" კი გავიდეს, მაგრამ გამარჯვებული ოპოზიცია აღმოჩნდეს, თეორიულად ეს ცალსახად შესაძლებელია და ამის რეალობა არსებობს.

„ამისი ეშინიათ „ქართულ ოცნებაში" და იმიტომაა, რომ 14 ნოემბეს კენჭისყრა ასე სამარცხვინოდ ჩაატარეს და შემდეგ 8 მარტის შეთანხმების შეცვლა, მათ ყველაფერი რომ კარგად ჰქონდეთ, ისინი ამას არ გააკეთებდნენ, არც 14 ნოემბერი იქნებოდა და 8 მარტის შეთანხმების უარის თქმის მცდელობაც არ იქნებოდა, ასე რომ ისინი აშკარად კრიზისში არიან, ამაში ორი აზრი არ არსებობს."-განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება" მმართველობაში მესამედ მოვა, 2024 წლამდე ქვეყანა დაპაუზდება.

„თუ „ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე დაახლოებით იგივე შედეგს მიიღებს, რაც დღეს აქვს, მაშინ არაფერი არ შეიცვლება, ანუ როგორც დღეს ქვეყანა მიდის ისეცვ ისე გაგრძელდება 2024 წლამდე, თუ ოპოზიციამ სიტაუცია არ დაძაბა, არეულობა არ შექმნა და 2024 წლამდე ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე არ მიიყვანა, მაშინ რაც დღესაა ისე იქნება, ვისაც მოსონს ასე იქნება, ვისაც არ მოსწონს იმისთვისაც ასე იქნება, ანუ არაფერი არ შეიცვლება.

„დღევანდელი მმართველი პარტია არაფერს არ ამბობს რას შეცვლის, ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა მოვიდეს, მისი მთავარი დღის წესრიგი „ნაცმოძრაობაა", არა სიღარიბე, არა ეკონომიკა, არა საერთაშორისო ურთიერთობები, არა კონფლიქტები, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" მეტრი არაფერი.

„ხომ არსებობს ასეთი რეჟიმი პაუზა, თუ „ოცნება" უმრავლესობაში ისევ მოვა, 2024 წლამდე დავპაუზდებით," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (31.07.2020)
ნეტავ ამ რესპუბლიკურ პარტიაში ყველა ასეთი ნაგავი როგორ შეიყარენით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×