თამთა ჩაჩანიძე
01.08.2020

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას არშეწყალებაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რაზედაც მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ყველაფერზე ივანიშვილისკენ თითის გაშვერა „ავადმყოფური ამოჩემებაა".

„ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო. ბრძოლა მაინც გაგრძელდება და როგორც კი ეს ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, როგორც რურუა, ისე სხვა პოლიტპატიმრები, აუცილებლად გათავისუფლდებიან.

სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე პოლარიზაცია ისევ დარჩება, ნორმალური ვითარება საარჩევნოდ არ იქნება და ბუნებრივია, ეს ცუდ გავლენას მოახდენს როგორც არჩევნების შედეგების აღქმაზე, ისე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების და პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებზე.

„ეს უკვე ვნახეთ ჩვენ იმ განცხადებებში, რაც გაკეთდა სენატორი რიშის თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჯამში, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და როგორც ჩანს, აპირებს, რომ იყოს ისეთივე ან შეიძლება უფრო მძიმე კამპანიაც კი, რაც იყო 2018 წელს", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

საპასუხოდ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყეტილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა და მის გადაწყვეტილებაში არავინ არ ერევა.

„შეწყალება, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არა სხვა რომელიმე სტრუქტურის, პარტიის,პარლამენტის, ან რომელიმე პოლიტიკოსის, ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებაა და ამას როგორ გამოიყენებს, მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა.

„რა თქმა უნდა ყველაფრს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, როგორი ამინდია, ან რაც ხდება, ეს უკვე მანიაში აქვთ გადასული, რომელიც ძალიან დიდი ავადმყოფური ამოჩემება და ფიქრობენ, რომ ამით ისინი (ოპოზიცია) რაღაც ფონს გადიან.

„განსაკუთრებით ამ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებაა, პრეზიდენტს რომ ვეხვეწოთ კიდეც ის ამას არ გააკეთებს, იგი მხოლოდ თავისი შეხედულებებისამებრ წყვეტს და მან თავისი პოზიცია გამოხატა," - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (01.08.2020)
მაგ კახპას ვინ ეკითხება, კალოშიანი რასაც საავალებს იმას გააკეთებს.

ИНЦИТАТУС   (01.08.2020)
Б-но Нукри! Гвемаимунебит ту гвамаимунебт? Ту фикробт ром сакартвелоши тквен брдзандебит "очень" чквиани, холо данарченеби исе ра? Аба рогор шеидзлеба асети лапараки? Саломес ра , одесме миугиа раиме гадацкветилеба? Ес кали ром гонебит проблемианиа ицис мтелма квеканам, мат шорис тквенц. Ес пости ром вигацам гагимзадат амазе ори азри ар арсебобс, торем тквени гонебриви потенциали ар арис маг донис.

ლტოლვილი   (01.08.2020)
ნუკრი, არავინ დავობს, რომ პრეზიდენტის უდლებაა. მაგრამ იმას არავინ დაიჯერებს და არც შენ გჯერა, რომ გადაწყვეტილებას სალომე იღებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×