გია ხუხაშვილი თვლის, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია
ია აბულაშვილი
11.08.2020

"პოლტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა. ისევ პოპულისტური განცხადებები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიტუაცია ბუნდოვანია"- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო კამპანიას.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით გავა და მის ნომერი იქნება 5. უახლოეს დღეებში "ნაციონალური მოძარობა" დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატების დაკომპლექტების პროცესს და ასევე მიიღებს გადაწყვტილებას, ამ არჩევნებში წარსდგეს თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტით, რომელშიც "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებიც იქნებიან.

"ქართული ოცნება" აგვისტოს ბოლოს საპრალმანეტო არჩევნებში თავის პროპორციულ სიას დაასახელებს. როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, "ოცნების" სიაში ბევრი ახალი სახე იქნება.

ექსპერტთა შეფასებით კი, პიარ ტექნოლოგიის კუთხით ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ დრომდე ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა. არცერთ პარტიას არა აქვს ახალი იდეა, რომელზედაც ააგებდა საინფორმაცო პოლიტიკას.

"სურათი არის ბუნდოვანი და არანიარი სიახლე ამ არჩევთნებზე არ იქნება, ეს არ გვიკვირს. დღეს ქართული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული. უკეთესი მომავლის გეგმა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესთავაზა ამომრჩეველს. მხოლოდ პოპულისტური განცხადედები და ერთმანეთის შეურაცყოფა.

"ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩეველს შესთავაზოს ალტერნატივა. თუ ასე გაგრძელდა და ოპოზიციამ რეალური შეთავაზება არ გააკეთა, ხელისუფლებას ექნება უპირატესობა. ხელისუფლების უპირატესობა არის ოპოზიციის უსუსურობა და არადეკვატურობა, რაც სამწუხაროდ სახეზეა.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პროლიტიკურ ძალთა შანსებს, მომავალ არჩევნებში, რა თქმა უნდა დღეს პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურები გარდაუვალია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
nugzari   (12.08.2020)
Ra uviwobaa strategia agmahenebeli waikitxe kaco

Eka,   (12.08.2020)
Modian taviant cxovrebic, ketil dgeoba tvic,cinc Ace ikceva cina carshevnod, kanoni ynda arcebobdnen da ykmdebodec eceti partiebi.kvekanashi aric ceriozyli problemebi,gamopxizldit arshevnebi marto tkven gabednierebt, kvekana da xalxi ganadgyrebylua,

ultra   (12.08.2020)
არადა შესთავაზა! ისე ნუ იზამთ ეხლა რო ტყუილების და სისულელეების დაპირების მქონე პოლიტიკოსს დაუწყოს ძებნა ხალხმა. ნუ გადაგაქვთ ყურადღება ისეთ ლიდერზე ძებნაში რომელიც არ გვჭირდება. საქართველოს ყველაფერი აქვს საქმის საკეთებლად და უკეთესი ცხოვრების დასაყენებლად გარდა ერთისა - კეთილი ნება! აღარ უნდა ველოსიპედს გამოგონება, მას პედლების ტრიალი უნდა! ამ პედლების ტრიალს კი ყავს მოთავე, რომელსაც იმიტო არ იმჩნევთ რო სისულელეებს არ პირდება ხალხს! არ გვინდა სისულელეები, საქმე გვინდა, საქმე!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×