თამთა ჩაჩანიძე
13.08.2020

„ასეთი ტიპის განცხადება ყველა არჩევნების წინ არის, ჩვენ ჯერ გვიყურებენ როგორც ქვეყანას, რომელიც, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის იმ მხრივ, რომ მის ტრადიციებში არაა (დემოკრატიის) ყველა სტანდარტის დაცვა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის მიერ, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა. საქართველო ლიდერია რეგიონში ბევრი მიმართულებით და ველოდებით თბილისში ჩვენი პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას. ამ წლის ოქტომბერში არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით - ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე", - განაცხადა ვიდეოკონფერენციისას ბიგანმა, რომელმაც ასევე აშშ-საქართველოს მჭიდრო სამხედრო პარტნიორობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა.

როგორც საყვარელიძე ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნების წინ კეთდება ხოლმე. მისი თქმით, ისინი ჯერ გვაფრთხილებენ, ხოლო შემდგომში კარგად ჩატარებუილ არჩევნებს გვილოცავენ.

„ასეთი ტიპის განცხადება ყველა არჩევნების წინ არის. ჩვენ ჯერ გვიყურებენ როგორც ქვეყანას, რომელიც, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა იმ მხრივ, რომ მის ტრადიციებში არაა (დემოკრატიის) ყველა სტანდარტის დაცვა.

„ამიტომ ჯერ გვაფრთხილებენ, მერე უხარიათ და შემდეგ კარგად ჩატარებულ არჩევნებს გვილოცავენ ხოლმე. ამ არჩევნებზეც გამადიდებელი შუშით დაგვაკვირდებიან. მგონია, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მეტი გართულებების შემცველი იქნება, ვიდრე ყველა სხვა ადრინდელი.

„ხელისუფლება უფრო თავდაჯერებულია და სამაგისო არ უჭირთ, რომ გამადიდებელ შუშის ქვეშ მოქცეულებმა ისეთი რამ გააკეთონ, რაც მერე კრიტიკის საგანი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ultra   (13.08.2020)
ჩვენც ის გვინდა რომ კარგად ჩატარდეს არჩევნები მაგრამ აბა როგორ? ხილბოსტანის დარიგებით? თუ ქართუს რეკლმაბეით კაპიკებს რო უყრიან გაღატაკებულებს? თუ ბიძინას ხსენებით კოვიდ-ფონდის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისას? უკვე თავი ყულფშია და ამაზე გვეუბნებით კარგადაა საქმეო - სირცხვილია სირცხვილი! მარტო ფული არაა ეს ცხოვრება, 1500 ლარიანი ცხოვრება!

ultra   (13.08.2020)
არ ვიცი რატომ, ალბათ მისი მოწაფე რომ ვიყავი, ძალიან მიმძიმს ამ კაცის (რომელსაც ძალიან იდდი პატივისცემა აქვს) ასეთი ბიძინისტური, დეგრადირებული გამოსვლები. ყველაზე ცუდი ის არის რომ შავზე თეთრიაო-ს ამტკიცებინებს ბიძინას ფულები, აკეთებს იმას რასაც ყოველთვის გვასწავლიდა - არ იკადროთო (!) ძალიან დასანანია საპენსიოდ აღებული ფულების ამგვარი სუნი ბატონო რამაზ.

ვაი ვაი   (13.08.2020)
1500

---   (13.08.2020)
2500 ლარი ჩაკუჭე? ვითომ "ექსპერტი"


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×