ია აბულაშვილი
13.08.2020

„როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა, ბელორუსმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, არ აღიარა აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დღემდე ძალიან მტკიცე პოზიცია უკავია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენც ფრთხილი პოზიცია უნდა დავიკავოთ“, - აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე ბელორუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

დასავლეთის ქვეყნები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებისაგან თავს იკავებს.

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტეტო აქციები არ წყდება. 9 აგვისტოს შემდეგ, ფართომასშტაბიანი აქციები მინსკის გარდა, ყველა დიდ ქალაქებში იმართება, რომელიც დემონსტრანტების ძალოვნებთან შეტაკებით სრულდება. ამ დრომდე დაკავებულია აქციის 6 ათასზე მეტი მონაწილე, ერთი პირი გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასაწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა დაუჭირა მხარი. მისმა მთავარმა მეტოქემ სვეტლანა ციხანოვსკიმ კი ამომრჩეველთა 9% მოიპოვა.

„ძალიან არასასიამოვნო ამბავი ხდება ბელარუსში, რთული სიტუაციაა და დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ განვითარდება მოვლენები ამ რეგიონში. პირადად მე არ ველოდი, რომ საპროტეტსო ტალღა მინსკის გარდა სხვა ქალაქებშიც გადაიზრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდებში დაგროვდა სურვილი ცვლილებებისკენ.  

„იმედია სტაბილური ვითიარება დამყარდება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა ეს რეგიონი დემოკრატიის დასაყრდენი.

„რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ბელორუსთან მიმართებაში, ეს სწორია, რადგან როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა რუსეთისგან, ბელორუსმა არ აღიარა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. ბელორუსის ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და დღემდე ძალიან მტკიცე პოზიცია უკავია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.  

„ჩემი აზრით, დღეს საჭიროა ფრთხილი პოზიცია, ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მოწოდებით ჰუმანისტური თვალსაზრისით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აქციაზე დაღუპული პირის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკრედიტებულმა დიპლომატებმა, არ ესწრებოდა ბლორუსში საქართველოს ელჩი, ამ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გუგული მაღრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (15.08.2020)
გუგულა, შენი ნაპოლიტიკარი არ გაიშვა, შე ბატო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×