მარიკა ხორავა
13.09.2020

„როგორც დარგის სპეციალისტი ვთვლი, რომ  ბათუმის ჩაკეტვა არ არის საჭირო და არც იგეგმება. ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმშია, სადაც ზაფხულში შიდა ტურიზმის განსაკუთრებით დიდი კონტიგენტი იყო. ძირითადი ნაწილი, რაც გამოვლინდა, ყველა უსიმპტომოები იყვნენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ.

„ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები ამდენი თვე გაზაფხულზე  ჩაკეტილები იყვნენ. შემდგომ ყველამ ერთად, არა მხოლოდ მოქალაქეებმა, არამედ ჩვენც მეტი თავისუფლების უფლება მივეცით ჩვენს თავს. არ ვიცავდით დისტანციას, არ ვიმუშავებდით ხელებს, აღარ დავდიოდით პირბადეებით, სადაც ყოფნა გვევალებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ვირუსის მატება  გამოიწვია“, - განაცხადა მიქელაემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრ დაწესებულებას დეზობარიერი ჰქონდა, მიმდინარეობდა თერმოსკრინგი, მაგრამ ამან ვირუსი ვერ შეაჩერა.

„ზაფხულში აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში, იყო საკმაოდ დიდი კონტიგენტი შიდა ტურიზმის და კონტაქტები ადამინებს შორის. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ უსიმპტომო ფორმები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრ დაწესებულებას დეზობარიერი ჰქონდა. თერმოსკრინინგსაც ატარებენ. ეს ვერ გახდა მთავარი ამომცნობი, რადგან გამავრცელებლებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არანაირი ტემპერატურა არ ჰქონია, ვირუსი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. დაავადებათა კონტროლის საკმაოდ კარგი ჯგუფი იყო და არის აჭარაში, როგორც მთელ საქართველოში“, - განაცხადა მიქელაძემ.

იგი აღნიშნავს, რომ აჭარაში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმშია.

„ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმშია. სადაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა იყო. ვთვლი, რომ ერთობლივად, ყველა უწყების ჩართვით, როგორც ხერხდებოდა, შევძლებთ ვირუსის შეჩერებას. ეს ვირუსი არსად წავა, მთავარია დიდი კლასტერი არ მვიღოთ“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, სახელმწიფო არ გეგმავს ბათუმის ჩაკეტვას და თავადაც, როგორც დარგის სპეციალისტი, არ ხედავს ამის საჭიროებას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გამოვლენა საკმაოდ აქტიურად  დაიწყეს - პატარა რეგიონისთვის დღეში 2000-დან 3000-მდე ნიმუშის აღება - ეს ნიშნავს, რომ მიდევნება არის აბსოლუტურად სწორი. ყველა კონტაქტის, კონტაქტის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, აქტიური არის გამოვლენა, ანუ ფარული ფორმების გამოვლენაც ხდება. ძირითადი ნაწილი, რაც გამოვლინდა, ყველა უსიმპტომოები იყვნენ. მათი კლინიკაში ან იზოლაციაში მოთავსება ნიშნავს, რომ შემდეგ გავრცელების დიდი ტალღა არ გვექნება. 

„რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ შეიძლება ვიღაც უსიმპტომო შემოვიდეს, რომელმაც თავიდან მოგვცეს კიდევ რომელიმე სხვა კლასტერი. როგორც დარგის სპეციალისტი ვთვლი, რომ ბათუმის ჩაკეტვა არ არის საჭირო და არც იგეგმება“, - განაცხადა მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×