ქრისტინე კაპანაძე
13.09.2020

„გამორიცხული არაფერია. „ოქროს ნატეხები“ არც ხელისუფლებაში არავინ არის და ოპოზიციაში ხომ მთლად ისეთი ხალხია, რომელიც ყველაფერს კადრულობს“, - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის რევაზ არველაძის შეფასება მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შესახებ, რომელშიც ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების აქტივისტებს ადანაშაულებენ. 

„დანამდვილებით ვერ ვიტყვი ვინ რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი - რომ რაღაც დააბრალო. სინამდვილეა თუ ტყუილი - ეს მეორე ამბავია“.  - ამბობს არველაძე. 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ცნობილ მეთოდს - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ იყენებენ და ამ ხერხით ცდილობენ ხელისუფლებისთვის ცრუ ბრალდებების წაყენებას.

„მათთვის ყველაფერი მისაღებია, რაც სურთ, ის უნდა დააბრალონ ხელისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არავის არ აშინებს, მაგრამ მაინც იყენებენ ამ მეთოდს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში „ოცნების ოცნების“ დეპუტატი. 

მისი თქმით, თუკი ადამიანის დაშინებაზეა საქმე, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პროცესებისას, არამედ ნებისმიერ დროს ვრცელდება ადამიანზე. 

„თუ თავდასხმის შემთხვევა მოხდა, მათ უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ტელევიზიით კი არა უნდა ილაპარაკონ. შესაბამისად, დაიწყდებოდა გამოძიებაც“, - ამბობს არველაძე.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან ერთად, უკვე მოხდა სხვადასხვა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. რამდენიმე ოპოზიციური პარტია „ქართულ ოცნებას“ მათთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის თქმით, კვირას გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, „ქართულმა ოცნების“ აქტივისტებმა ხელი შეუშალეს „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს სააგიტაციო მასალების გავრცელებაში.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, შაბათს თბილისში მეტრო „ვარკეთილთან“ მისი პარტიის წევრებს, რომლებიც საბანკო სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდნენ, ჯერ მერიის წარმომადგენლებმა უკანონოდ გამოუწერეს ჯარიმა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს. 

„ქართულ ოცნებას“ თავდასხმაში პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც ადანაშაულებენ. ლელოს ინფორმაციით, მათზე თავდასხმა პარასკევს გვიან ღამით მოხდა და იყო ასევე ქრთამის შეთავაზების ფაქტიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ედუარდი   (14.09.2020)
არ წახვიდეთ!

ედუარდი   (14.09.2020)
არ წახვიდეთ!

ედუარდი   (14.09.2020)
არ წახვიდეთ!

ედუარდი   (14.09.2020)
არ წახვიდეთ!

ედუარდი   (14.09.2020)
არ წახვიდეთ!

რეზი   (13.09.2020)
რეზოოო როგოა საქმე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×