
არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ოპოზიციაში არსებულმა დაპირისპირებამა ხალი ფორმა მიიღო. თუკი აქამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, ახლა უკვე შიდაპარტიული დაპირისპირებები გამოდის საჯაროდ. ამ შემთხვევაში საუბარია „ევროპულ საქართველოზე". პარტიის მიერ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ელენე ხოშტარია თანაპარტიელსა ზუგდიდიდ მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი უგულავას დაუპირსიპირდა. ამის შემდეგ კი ხოშტარი თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკრიტიკა.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არ იზიარებს გიგი უგულავას აზრს „ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მის განცხადებას ჩერგოლეიშვლი გამოეხმაურა და ხოშტარიას „ნაციონალების" ხმების დახარბებაში" დასდო ბრალი.
„მიშას ხმებზე დახარბება არის გამოუცდელობა, არავის მოუგია სხვისი ხმით. ახლა თვითონ იცის - რაზე მოიხდის ბოდიშებს, სიაში ჩასვეს თავის დროზე და თავს მიხედავს", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა თავის „ფეისბუკზე".
რატომ ხდება, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ნაცვლად სულ უფრო ხშირად ერთმანეთს ესხმიან თავს და ახლა უკვე პარტიების შიგნით დაიწყეს დაპირისპირება - ამის შესახებ „რეზონანთან" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხოშტარიას განცხადება ლოგიკური და გასაგებია, რადგანაც მისი თანაპარტიელების განცხადებების გამო მან შესაძლოა ვაკეში „ნაცმოძრაობის" მომხრეთა ხმები დაკარგოს.
„მგონია, რომ ელენე ხოშტარია აცნობიერებს ფაქტს, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილისა და „ოცნების" დასამარცხებლად. ის კენჭს იყრის ვაკის რაიონში, სადაც „ნაციონალური მოძრაობას" თავისი კანდიდატი არ ჰყავს. შესაძლოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ხოშტარიას არ მისცენ ხმა. მმრთველი პარტიის რეიტინგი შედარებით მაღალია ვაკეში, ოპოზიციის რეიტინგი შედარებით დაბალია.
„შესაძლოა ხოშტარიას ახსოვს, რომ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" მომხრების ხმები დაკარგოს. სწორად გათვალა და სწორი განცხადება გააკეთა. მისი განცხადება შემთხვევითი არ იყო.
„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე დღის წინ, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ის ნიკა მელიას გვერდზე იდგა, როდესაც მელია წარსდგა გლდანის რაიონის ამომრჩევლის წინაშე", - აცხადებს ჩიტაძე.
მისივე თქმით, ყველა ასეთი შიდაოპოზიციური კონფლიქტი „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
„ბუნებრივია, დაპირისპირება მოქმედებს ამომრჩეველზე. ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. ის ფიქრობს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ბევრმა გაიფიქროს - რა გარანტია გვაქვს, რომ ივანიშვლი თუ შეიცვლება და მოვა ახალი ხელისუფლება, ის დაიცავს ჩვენს უფლებებს, გაატარებს შესაბამის რეფორმებს. ჯერ ხელისუფელბაში არ მოსულან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ერთმანეთთან კომფორტაციაში იმყოფებიან.
„შესაბამისად, ეს წყალს ასხვას „ქართული ოცების" წისქვილზე. ვერ გადაინაწილეს ადგილები მაჟორიტარულ ოლქები, უთანხმოება ჰქონდათ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, თბილისის ფარგლებს გარეთ 22 მაჟორიტარულ ოლქში ვერ შეთანხმდენ.
„შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ცდილობენ ერთმანეთს გადაბრალოონ გარკვეული ვერშეთანხმება. ყველაფერი დაკავშიებულია რაღაც ამბიციებთან. როგორც „ევროპული სქართველო", ასევე „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ დაუმტკიცონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი წარმოადგენენ მთავარ ოპოზიციურ ძალას", - განაცხადა ჩიტაძემ.
ვაკის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოს" საარჩევნო კამპაანის ფორმას არ იზიარებს.
„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას. კონკურენციაა პარტიებს შორის და ერთიანობის მიუხედავად ითხოვს განსხვავებების ჩვენებას. თუმცა, მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ამ ფორმას კამპანიის ჩემი პარტიის არ ვიზირებ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.