მარიკა ხორავა
14.10.2020

სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა იმ თვითმფრინავების ჩამოგდება დაიწყონ, რომლითაც აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება. ამის შესახებ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა განაცხადა. რამდენად შესაძლებელია ამან კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლას რაიმე საფრთხე შეუქმნას?

აღსანიშნავია სხვადასხვა სომხური საინფორმაციო წყაროები საქართველოს სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანისათვის შეიარაღების მიწოდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდება, თუმცა სომხეთის ოფიციალური ხელისუფლება ამას უარყოფს.

აშოტიანის თქმით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია შეაჩეროს იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისათვის, ყარაბაღს სრული მორალური უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, ჩამოაგდოს ნებისმიერ თვითმფრინავი, რომელსაც ომის დროს აზერბაიჯანში შეიარაღება მიაქვს.

რამდენად შესაძლებელია, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ზოგადად ავიამიმოსვლას კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში - ამის სესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და განაცხადა, რომ სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. მისივე თქმით, სომხეთი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხება.

„არ მგონია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას მიწვდნენ. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიძლება ჩამოაგდონ თურქეთიდან წამოსული თვითმფირნავები. აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხებიან.

„მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოახდენენ ჩამოგდებას. სომხებს ტექნიუკური საშუალება აქვთ. ასევე მათ გააჩნიათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მეშვეობით საბრძოლო ტექნიკა.

„საქართველოში ავიამიმოსვლა უსაფრთხო იქნება, თუმცა აზერბაიჯანის მიმართულებით შეიძლება ცოტა ეჭვი შემეპაროს. სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×