ქრისტინე კაპანაძე
20.11.2020

ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ხალხის დაკვეთა არ არის, ეს მათი პირადი სურვილია. ისინი ელოდებიან თუ როდის ალაპარაკდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებას ექნება არგუმენტი, რომ ისინი ცდილობდნენ მოლაპარაკებების გზით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას - აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძე: ადვილი შესამჩნევია, რომ მხარეებს შორის საერთო ენის პოვნა სურთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. „ოცნება" ცდილობს უცხოელი პარტნიორების თვალსაზრისი გაითვალისწინოს - ჩართულია მოლაპარაკებებში და მიჰყვება ამ პროცესებს, თუმცა არის მეორე მხარეც. სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებები დიდად შედეგიანი არ იქნება ოპოზიციასთან მიმართებაში, თუმცა შემდეგ, როცა უცხოელი პარტნიორები დასვამენ კითავს თუ რატომ არის პარლამენტი ერთ პარტიულიო „ქართული ოცნება" ერთ-ერთ საბუთად ამ მოლაპარაკებებს მოიტანს - რომ ისინი ცდილობდნენ ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიდეს. შესაბამისად „ოცნებას" ამ შემთხვევაში არგუმენტი ექნება.

„რ": პარლამენტში ოპოზიციის არყოფნის შემთხვევაში ის გამართულად მუშაობას შეძლებს?

რ.ს: ოპოზიციის შესვლა არაა გადამწყვეტი, რადგან „ოცნებას" საკმარისი მანდატი აქვს, რომ პარლამენტმა იმუშაოს. მარტო საკონსტიტუციო კანონის მიღება არ შეეძლება ასეთ პარლამენტს, თუმცა ვფიქრობ ძირითადად და აუცილებელ ნაწილში პარლამენტის ფუნქციონირებასა და მუშაობას დიდი პრობლემა არ შეექმნება.

„რ": არის თუ არა ხალხის დაკვეთა, ის რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდეს?

რ.ს: ხალხის დაკვეთა რომ იყოს, საპროტესტო აქციებზე იდგებოდა მინიმუმ 27% ოპოზიციის ამომრჩევლისა. ჩვენს საპროტესტო აქციებზე ამ რაოდენობის ხალხი არ არის, შესაბამისად დიდი რაოდენობის ხალხის აღშფოთებას ვერ ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში ისეთი აღშფოთებულნი არ არიან, როგორც თავად პარტიების წარმომადგენლები, ამიტომ ვფიქრობ, ეს უფრო პარტიების სურვილია. ჩემი აზრით, ხალხი გრძნობს, როცა არჩევნების გაყალბება ხდება და ეს განცდა, რომ არჩევნები გაყალდა ამჟამად არ არის. ამას ემატება ეგზიტპოლის შედეგებიც, რომლებიც ცესკოს მონაცემებს ფაქტობრივად დაემთხვა. აქედან გამომდინარე ეს ოპოზიციის პრეტენზიაა და არა ხალხის.

„რ": თუკი არსებული ვითარება ოპოზიციის ინტერესებს ეფუძნება და არა ცალსახად ხალხის სურვილის, მაშინ რა გათვლა აქვს ოპოზიციას?

რ.ს: სავარაუდოდ გათვლა აქვთ იმაზე, რომ ერთპარტიულ პარლამენტს დასავლეთი ცუდად შეაფასებს. წამოსცდათ კიდეც, რომ ეს გათვლა აქვთ, თუმცა „ოცნება" ემზადება ამისათვისაც და თუ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მსგავსი პრეტენზია ექნებათ, ხელისუფლებას ამაზე პასუხიც ექნება, რადგან ისინი ესწრებოდნენ მოლაპარაკებებს და ცდილობდნენ საერთო ენის გამონახვას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ოპოზიციიდანაც არავის უთქვამს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს. შესაბამისად სავარაუდოდ გათვლა ეს არის. ასეთ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ ვერ იქნება სწორი ნაბიჯი და ამ შემთხვევაში შეიძლება ამომრჩევლის მხარდაჭერაც დაკარგოს მათი ხმების ეჭვქვეშ დაყენებით. გარდა ამისა ხელახალ არჩევნებს სჭირდება მოტივი, რომელიც არ არსებობს.

„რ": ხვალ უკვე არჩევნების მეორე ტურია. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები მეორე ტურის შემდეგ?

რ.ს: სავარაუდოდ ოპოზიცია მეორე ტურის შემდეგაც განაგრძობს აქციებს ქუჩაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ხალხი შეცოტავდება ამ აქციებზე. შესაბამისად ოპოზიცია რით დაასრულებს ამ პროცესებს, არ ვიცი, თუმცა ხვალინდელი არჩევნების შემდეგ ის ვიცით, რომ „ოცნება" შევა პარლამენტში და განაგრძობს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლი   (21.11.2020)
ramdens გიხდის ბიძო, ასე დაბრმავებული რომ ხარ და აღარ იცი რითი გაამართლო გახრწნილი ქოცები. თუმცა რა გასაკვირია, ფულზე გაყიდული კარის ექსპერტი რას იბლუკუნებს, მართლა კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უბრალოდ გავუკეთოთ იგნორი!!!

---   (20.11.2020)
მართლა! ამის გვარში ყველა გათოვილი და გასათხოვარი მოტყნა "ხიხოს" ზებრამ!

ჭორლეონე   (20.11.2020)
რაც აქციიდან ხალხი გამობრუნდება ყველა შენ ცოლთან მივა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×