ქრისტინე კაპანაძე
25.11.2020

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგო იქნება მანამ, სანამ მხარეები რეალური კომპრომისის გზებს არ მოძებნიან. შეხვედრის პროცესი კი ჭიანურდება იმიტომ, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან და მხოლოდ შეხვედრით მთელი რიგი საკითხები ვერ გადაწყდება", - ამ საკითხზე თუ რატომ ჭიანურდება „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი „რეზონანსს" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ სავარაუდოდ მხარეები კომპრომისის ვარიანტებს ეძებენ და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნება მესამე შეხვედრა.

„მიზეზი არცთუ ისე რთული გამოსაცნობია. შეხვედრა შეხვედრისათვის არცერთ მხარეს არ უნდა. სავარაუდოდ, კომპრომისის ვარიანტებს ეძებენ, რადგან უბრალოდ შეხვედრით საკითხები ვერ გადაწყდება და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს - რომ შემუშავდეს საკითხები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ისაუბრებს და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს.

„სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ჭიანურდება. უნდა მოიძებნოს შეხების წერტილები, ან ის თემები, სადაც კომპრომისი არის შესაძლებელი.

„ჯერჯერობით ორივე მხარე ინარჩუნებს პრინციპულობას. ოპოზიციას სურს რიგგარეშე არჩევნები, ხოლო „ქართული ოცნება" უარს აცხადებს ამ მოთხოვნაზე და ზოგადად ამ თემის განხილვაზეც კი. ვფიქრობ კიდევ დიდხანს გაჭიანურდება ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ კვირაში აქვთ დანიშნული შეხვედრა, არ მგონია ჯერჯერობით შეხვედრა შედგეს და თუ შედგება, მეეჭვება რაიმე რეალური შედეგი მოიტანოს.

„ამ შეხვედრაზე შეიძლება რაღაც საკითხები შეირჩეს სასაუბროდ, თუმცა ალბათ არ იქნება შეხვედრაც. ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია. ჯერჯერობით ორივე მხარეს აქვს იმედი, რომ მხარდამჭერებს მოიპოვებს, განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება თუნდაც მხარდაჭერა და ზოგადად ეს პროცესი, რთული სათქმელია," - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×