ია აბულაშვილი
25.11.2020

„ეს რა შეთანხმებაა - ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ქუჩაში დარჩენილი ულტიმატუმს წაუყენებს ხელისუფლებას? ხელისუფლებას თავად შეუძლია შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და რატომ დააწერინებს პოლიტიკურ ქულებს ოპოზიციას?“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ახალ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობს, მზადაა მასთან „გარედან“ ითანამშრომლოს - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ სამშაბათს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი", - აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ბაქრაძე თუ თვლის, რომ ეს არის რაიმე კომპრომისული ნაბიჯი, ძალიან ცდება. ეს რა შეთანხმებაა - ოპოზიცია მაინც არ შედის პარლამენტში და ქუჩაში დარჩენილი ულტიმატუმს წაუყენებს ხელისუფლებას? ხელისუფლებას თუ უნდა, რომ შეცვალოს კანონმდებლობა, ამას თავად გააკეთებს და რატომ დააწერინებს ოპოზიციას პოლიტიკურ ქულებს?!

„ხელისუფლების ინტერესში ოპოზიცია კი არ არის, მისი ინტერესია მრავალპარტიულობის ფასადი შექმნას. თუ არ შედიან, პარლამენტში, მაშინ ივანიშვილი რატომ დანიშნავს ახალ არჩევნებს - იმიტომ, რომ შეეშინდება ოპოზიცია არ შევარდეს პარლამენტში? თუ მართლაც გამოიყენებენ ძალისმიერ მეთოდებს, მაშინ  ხომ არანაირი მხარდაჭერა აღარ ექნებათ. 

„ეს განცხადებები კი, რაც კეთდება, კეთდება მედიიისთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ რა ლაპარაკი მიდის ამ შეხვედრებზე, ამაზე არცერთი მხარე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×