თამთა ჩაჩანიძე
26.11.2020

„ხელისუფლება არაფრის დამთმობი არაა იმიტომ, რომ არჩევნები ყველა საერთაშორისო მოთამაშის მიერაა აღიარებული და ის ყველა საერთაშორისო მოთამაშე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ და ხალხის მანდატებით ისარგებლონ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს?

გია აბაშიძე: ვფიქრობ, რომ ევროპასთან შედარებით მსუბუქი შეზღუდვებია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებს იმდენი ფინანსური რესურსები, რომ თავიანთ ბიზნესებს კომპენსაცია მსცენ. ჩვენთან ძალიან შეზღუდული ბიუჯეტია, აქედან გამომდინარე, შედარებით მსუბუქი ოპტიმალური წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა. თან, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბიზნეს სექტორთან და ყველა სფეროს სპეციელისტების კონსულტაციების შემდეგ დაწესდა.

მე უფრო მკაცრის მომხრე ვიყავი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას რესურსები არ აქვს, სრული ლოქდაუნის გამოცხადება შეუძლებელია.

„რ": ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი...

გ.ა.: ის ნაცოპონენტები, რომლებიც კორონავირუსის სწრაფი გამავრცელებლები და ვირუსის მხარეს არიან, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ „ოცნებას" გვერდით საერთაშორისო თანამეგობრობა უდგას, მაგალითად გუშინ ევროკავშირმა 100 მილიონი ევრო გამოგვიყო, ასევე ჩვენ გვერდით არაერთი საერთაშორისო ბანკი თუ ორგანიზაცია გვიდგას, ასე რომ მთავრობა ამას ისე, კონსულტაციების გარეშე ვერ გააკეთებდა, რომ ეს შეზღუდვები ჰაერზე გაეკეთებინა. ასე რომ, ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მჭიდრო კომუნიკაციით შედგა, რომელთა დახმარების იმედი კვლავაც გვაქვს და იქნება კიდეც.

„რ": საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. რამდენად ელოდებით ამპერიოდში, რომ გარკვეული მასშტაბური სახის აქცია გაიმართოს?

გ.ა.: ოპოზიცია აქტიური პანდემიის დროს აქციებს ატარებდა, წინასაარჩევნოდ ამის უფლება მისცეს, მაგრამ არჩევნები უკვე მორჩა, და თქვენ ნახეთ თუ რა ხდება პარიზში, ან ბერლინში, სადაც ხალხი მასობრივად აპროტესტებს და მათი დაშლა კონკრეტული კანონიერი მეთოდებით მასობრივად ხდება, იქნება ეს გაზი თუ წყლის ჭავლი. ასე რომ, ევროპას დემოკრატიაში ნუ შევედრებით, იქ ათი თუ ოცი კაცის შეკრებები აკრძალულია, თუ ეს ირღვევა, ისინი კანონიერი ძალით დაიშლებიან, იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამის გაკეთება საჭირო არ იქნება.

„რ": როგორია თქვენი პროგნოზი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების თვალსაზრისით, რა კონტურები იხატება ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, რას დათმობს „ქართული ოცნება" და რას დათმობს ოპოზიცია?

გ.ა.: ხელისუფლება არაფრის დამთმობი არაა იმიტომ, რომ არჩევნები ყველა საერთაშორისო მოთამაშის მიერაა აღიარებული და ის ყველა საერთაშორისო მოთამაშე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ და ხალხის მანდატებით ისარგებლონ, ასე რომ მათ იმის უფლება არა აქვთ, რომ ხალხს რაიმე ულტიმატუმებით ელაპარაკონ, საერთაშორისო პარტნიორები, მათივე მეგობრებიც კი მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ.

ვფიქრობ, რომ სახის შენარჩუნება უნდათ, რათა დაფინანსება მიიღონ და სხვადასხვა სიტყვებითა და განსაზღვრებებით სურთ, რომ საკუთარი თავი გაიმართლონ, მაგრამ ადრე თუ გვიან ორ-სამ კვირაში თუ იანვარში, მათ პარლამენტში შესვლა მოუწევს (რამდენიმე პარტიას ვგულისხმობ, ყველას თუ არა).

ვფიქრობ, რომ ახალი პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება და უკვე წინასწარ გაცხადდა, შესაბამის კანონს მიიღებს, რომ დაფინანსება არ ეკუთვნის უხეშად რომ ვთქვათ იმ მუქთახორა პარტიებს, რომლებიც არ მუშაობენ პარლამენტში, მაგრამ დაფინანსებას ითხოვენ. ეს რამდენიმე კვირის ამბავია და კეთილი ინებონ და პარლამენტში შებრძანდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (27.11.2020)
გაგიბაღე ღორი დედა. მალე მოგეტყვნებათ დედის წიპები

ultra   (26.11.2020)
საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება თავზე რო გადაგახევთ თქვე ვაზელინებო ამ ცესკოს ბიულეტენებს, ანაკლიის პროექტს, სამცხეშ მახარაძის დაფინანსებული რუსული უნივერსიტეტის დიპლომს და აფგან მუხთარლის მოტაცების ოქმს - თქვე ორჯონიკიძეებო თქვენა

mzirali   (26.11.2020)
ბატონო გია. კი არ უდგას დასავლეთი ოცნებას მაგრამ პანდემიის პირობებში და იმ ეკონომიკური კოლაპსში და პოლიტიკური გაუგებრობრობის გამო რაც მსოფლიოში ხდებ არ უნდა დასავლეთს ატკივებული თავი კიდევ უფრო დაიმძიმოს...

es ra klea   (26.11.2020)
es ra klea


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×