თამთა ჩაჩანიძე
01.12.2020

საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შემოღებიდან 5 დღე გავიდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას ინფიცირებიდან საშუალოდ ხუთი დღე სჭირდება. შესაძლებელია თუ არა ამ 5-დღიანი პერიოდის შემდეგ რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, თუ რა კონკრეტული ეფექტი აქვს ახალ შეზღუდვებს?

„ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს. ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე.

კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უშჲალოდ შეზღუდვების შემოღების დღეს, 28 ნოემბერს, კორონავირუსული ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 472-ს შეადგენდა, ხოლო 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რიცხვი 3 759-ია. 28 ნოემბერს გარდაცვლილთა რიცხვი 34 ადამიანი იყო, ხოლო 1-ლ დეკემბერს - 36.

როგორც ზოიძე ამბობს, ის ეპიდსიტუაცია, რაც დღესაა, ეს იმის შედეგია, რაც ორი-სამი კვირის წინ ქვეყანაში ხდებოდა. ახალი შეზღუდვების შედეგს კი, ეპიდემიის გავრცელების ლოგიკიდან გამომდინარე, ორი კვირის თავზე მივიღებთ.

„ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს. ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია.

„ახლა რასაც დღეს ვიღებთ, ესაა იმის შედეგი, ორი ან სამი კვირის წინ რაც ხდებოდა. თუ ჩვენ პირველი დღიდან რეგულეციების დაცვას დავიწყეთ, დარღვევები და აქციები კვლავ არ იყო და ა.შ., ჩავთვალოთ, რომ ჯერ შენელება უნდა მოხდეს, ანუ შემთხვევების მატება უნდა შემცირდეს და მერე დაღმავალზე უნდა წამოვიდეს და გარკვეულ რაოდენობაზე დასტაბილურდეს", - განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, სიკვდილიანობის შემცირებას როდის შეიძლება ველოდოთ, მან განაცხადა: „დღევანდელიდან თუ გადავთვლით, ორი ან თითქმის სამი კვირა უნდა იმისათვის, რომ შემცირდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×