ია აბულაშვილი
01.12.2020

„ჯერ ჩვენ არ ვიცით როდის ჩატარდება პირველი სხდომა და სხვებმა საიდან იციან ზუსტი თარიღი, არ ვიცი, რადგან პირველი სხდომის ჩატარების საკითხი, ჯერ გუნდში პროცედურულადაც არ განხილულა“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ წევრი ლადო კახაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 11 დეკემბერს გაიმართება.

ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიხსნას არაუგვაინეს 20 დეკემბრისა, რადგან ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს უნდა დადოს, ანუ 10 დეკემბერს.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით როდის ჩატარდება პირველი სხდომა და სხვებმა საიდან იციან ზუსტი თარიღი, ცოტა გასაკვირია. ვფიქრობ, უფრო საკითხის პროვოცირება ხდება, რადგან პირველი სხდომის ჩატარების საკითხი გუნდში ჯერ პროცედურულადაც არ განხილულა.

„სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე შევიკრიბებით და იქ დასახელდება სხდომის ჩატარების ზუსტი თარიღიც და იქნება მსჯელობა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ჯერ ცესკოსაც არ გამოუცხადებია ოფიციალურად შედეგები.

„ასე რომ, ჩვენ კონსტიტუციას არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ. ვადების დაცვით ჩატარდება პირველი სხდომა, პრემიერის წარდგენაც და მთავრობის დამტკიცებაც. პრემიერად დასახელდება ის, ვინც გუნდმა თავიდანვე წარადგინა, აქ ცვლილება არ იქნება.

„რაც შეეხება იმას, ველით თუ არა რაიმე პროვოკაციებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს, ოპოზიციის თავში რა იხარშება, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა მათთან ის არის, რომ მიეცემათ ყველა იმ მოქმედების უფლება, რაც კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება. იყვირებენ თუ დაუსტვენენ, კი, ბატონო, გააკეთონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (01.12.2020)
დაგაჯვი ულვაშებზე!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×