თამთა ჩაჩანიძე
12.01.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მზადაა საჯაროდ გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ეკლესიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პირველი ვაქცინაციის დროს მასთან ერთად ასევე საჯაროდ აიცრან. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საზოგადოებაში ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. საპატრიარქოში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ამაზე კონკრეტულო მოსაზრება არ აქვთ. დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

ლადო კახაძე მზაობას გამოთქვამს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და იგივესაკენ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.

„იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა", - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე.

როგორც დეკანოზი შალვა ამბობს, ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები არა სასულიერო პირების, არამედ ექიმების საქმეა.

„მე მაგალითად ყველას დავუთმობდი. ეს ვაქცინა ისედაც ძალიან ცოტაა, ჩვენ ვართ სასულიერო პირები და ვაქცინასთან დაკავშირებით ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მაგალითად, თუ ვაქცინა არ ვარგა და ცუდი გამოდგება, როგორ შეიძლება ჩვენ ადამიანს ამისკენ მოვუწოდოთ?! ან პირიქით, მე ვიღაცას ვუთხრა, რომ „ვაქცინა არ გაიკეთო" და ის რომ დაიღუპოს, ეს ხომ ჩემზე იქნება და თუ ვაქცინამ ცუდი შედეგი გამოიღო, ესეც ხომ ჩვენი ბრალი იქნება. ამიტომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და ეს სასულიერო პირებს არანაირად არ გვეხება, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ", - განაცხადა მამა შალვამ.

კითხვაზე გაიკეთებთ თუ არა საჯაროდ ვაქცინას გვიპასუხა, რომ ამაზე პასუხს მაშინ გავიგებთ, როცა ამის დრო დადგება.

„ვნახოთ, ეგ დრო რომ დადგება, მაგის პასუხს მერე გავიგებთ. ჩვენ პირადად გადავწყვეტთ რანაირად და როგორ მოვიქცევით. მე არავის არასოდეს არ მოვუწოდებ არც გაკეთებისკენ და არც არგაკეთებისკენ. ეს ჩვენ, სასულიერო პირებს არ გვეხება, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ," - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

კახაძის მოწოდებასთან დაკავშირებით „რეზონანსი" საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს მოწოდება პირველად გაიგო და ამ საკითხზე აქამდე არ უფიქრია.

„არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს პირველად მესმის ახლა ეს. ამიტომ არც ამაზე მიფიქრია და არც ვინმესთვის მიკითხავს," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
1234   (13.01.2021)
აბა რაზე ფიქრობენ ერის სულიერი მწყემსები? ეტყობა თითქმის 3 000 გარდაცვლილი თანამოქალაქე ეცოტავებათ. არც ის აღელვებთ რომ ერთი ამდენი კიდევ შეიძლება დაიღუპოს, მათ შორის მისი მრევლის წევრები. გადავასწარით სომხეთს, აზერბაიჯანს და ყველას დანარჩენს რეგიონში. სამარცხვინო ლიდერები ვართ. ვარ დავიცავით ჩვენი მოხუცები. მთავარია შემოიტანონ ვაქცინა და ვინც არ გაიკეთებს ნუ გაიკეთებს.

კახელი   (13.01.2021)
რა ძალაზე არიან ეს დედა აფეთქებულები,ვისაც გინდათ გაიკეთეთ რატომ აძალებთ ხალხს, კარგი რომ იყოს ასე არ შეიხვეწებოდით, მითიმ ხალხის დარდი გაქვთ,სულ ერთ ადგილზე არ გკიდიათ,ან მამაოების რატომ აბულინგებ კახაძე ხარ თუ ვიღაცა სირტაკოზა.

ჭორლეონე   (12.01.2021)
შალიკო და მისი ბნელი ბრბო. ამას პლუს მამა ნიკოლოზი და მისი უბნელესი ბრბო, რათქმა უნდა ვაქცინას არ გაიკეთებენ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×