ია აბულაშვილი
12.01.2021

„პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილს განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრეც რომ გაეკეთებინა, „ქართული ოცნება“ მაინც გაიმარჯვებდა. იგივე შანსი აქვს 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ივანიშვილის ფაქტორის გარეშეც“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პერსპექტივაზე საუბრისას.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის  პოლიტიკიდან წასვლამ საზოგადოებაშიც და ექსპერტთა წრეებში გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი პარტია რეიტინგს დაკარგავს და გაუჭირდება მომავალ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება.

„ივანიშვილს განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შეახებ 31 ოქტომბრამდე რამდენიმე ხნით ადრეც რომ გაკეთებინა, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იმ შედეგს მიიღებდა, რაც მიიღო. ნუ დაგვავიწდება, რომ საზოგადოებას არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“. ვისთვისაც მიუღებელი იყო „ქართული ოცნება“, მან ხმა მისცა პატარა პარტიებს. ანუ ადამიანები აღარ დაუშვებენ, რომ  ხელისუფლებაში მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“. ეს ივანიშვილმაც დაინახა. დაინახა ისიც, რომ მისი პარტია გახდა უფრო  ბრძოლისუნარიანი და გადადგა ეს ნაბიჯი.

„რაც შეეხება  2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს, „ოცნებას“ აქვს შანსი ივანიშვილის ფაქტორის გარეშე გაიმარჯვოს. მაგრამ, თუ ივანიშვილის წერილს გავყვებით, სადაც ის ხაზს უსმევს, რომ მისი ოცნება არის გაჩნდეს ახალი პარტია, რომელიც აჯობებს „ქართულ ოცნებას“, ეს მართალაც საინტერესო გეგმაა. თუ ასეთი პარტია  შეიქმნება ადგილობრივ არჩევნებამდე,  მას  ექნება შანსი „ქართული ოცნების“ საპირწონე გახდეს. მითუმეტეს, რომ პარტიებისთვის მუნიციპალური არჩევნები ყოველთვის არის საფეხური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის“, - განაცხადა „რეზონანასთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (13.01.2021)
ამ წასვლით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დიდად გაიზრდება. ღირსეულ საქციელს მოყვება პატივისცემის დონის მატება. ხალხი მას აღარ გაჰკილავს,პასუხისგამცემად აღარ ჩათვლის, დავისვენებთ ყველანი.მტრობა გაფერმკრთალდება!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×