თამთა ჩაჩანიძე
19.01.2021

საქართველოს კოვაქს პლატფორმიდან ჩვენთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობის მხოლოდ 20%-ის მიღება შეუძლია. ამის პარალელურად მოლაპარაკება მიდის უშუალოდ ვაქცინების მწარმოებლებთან და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შრის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მათ კოვაქს პლატფორმაზე თავისი კვოტიდან ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ჩვენ დაგვითმონ. აკაკი ზოიძეს იმედი აქვს, რომ ამაზე ჯანმოს ხელმძღვანელის ბოლო მოწოდებაც მოახდენს გავლენას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ვაქცინის მწარმოებლებსა და „მდიდარ ქვეყნებს" მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის დოზების სამართლიანად გავრცელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინის სამართლიანად გადანაწილების პერსპექტივა „სერიოზული რისკის ქვეშაა". როგორც იგი აცხადებს, ამან კოვაქსის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შესაძლოა შეაფერხოს და შექმნას სწორედ ისეთი სცენარი, ქაოტური ბაზრით, არაკოორდინირებული რეაქციით და განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური ნგრევით, რის თავიდან ასაცილებლადაც კოვაქსი შეიქმნა.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნული განცხადებით მდიდარ ქვეყნებს „არცხვენს" და მოუწოდებს, რომ ვაქცინის გადანაწილების პროცესში მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრონ.

„უბრალოდ, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მდიდარ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მათ მიერ მარაგების შექმნამ შეიძლება დიდი საფრთხე მოუტანოს იმას, რომ კოვაქს პლატფორმაზე ყველა ქვეყნისთვის საკმარისი დოზები არ აღმოჩნდეს და აი, ამის გამო სთხოვს, რომ თავი შეიკავონ.

„ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი კოვაქს პლატორმაში გაერთიანებულები არ არიან, თუმცა აშშ-სგან და ბაიდენისგან მოდის სიგნალები, რომ ისინი სამართლიანობის კუთხით ღარიბი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში გაცილებით უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებენ. ვნახოთ.

„ეს კიდევ ერთხელ მოწოდებაა და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კოვაქსიდან მაქსიმალურად დროულად მიეწოდოს ქვეყნებს. როგორც ვნახეთ, მდიდარ 49 ქვეყანას უკვე საშუალება აქვს, რომ ვაქცინაცია დაიწყოს, რაც დანარჩენ 180-ზე მეტ ქვეყანას არ აქვს და მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს და მე ვიტყოდი არცხვენს კიდეც, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რომ 21-ე საუკუნეში სიღარიბის გამო ადამიანებს სიცოცხლეები და ასეულ ათასეული ადამიანის ჯანმრთელობა დაეკარგოთ იმის გამო, რომ ყველა თავის თავზე იზრუნებს და არა სხვებზე.

„კოვაქს პლატფორმის საკითხზე ჩვენთან არაფერი შეცვლილა. რაც აქამდე იყო, იგივე სიტუაცია რჩება, ანუ თებერვალში, ყოველ შემთხვევაში პირველ კვარტალში, ჩვენ ყველაზე დიდ რისკ ჯგუფზე - ძირითადად სამედიცინო პერსონალზე და 75 წელს ზემოთ ხანდაზმულებზე და ზოგადად ხანდაზმულებზე ვაქცინაციის დაწყებას ველოდებით და მერე ისევე , როგორც ბევრ ქვეყანას, ჩვენც დაახლოებით ალბათ ერთი წელი დაგვჭირდება, რომ დავარწმუნოთ და ჩვენი მოქალაქეების 60-70% სრულად მოვიცვათ, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ და ამ შეზღუდვებს თავი დავაღწიოთ, რაშიც სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ფასს ვიხდით.

„მე ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კოვაქს პლატფორმიდან ჩვენ 20%-ს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ვალდებულება ესაა და ამის პარალელურად მიდის მოლაპარაკებები, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას, გინდა მწარმოებლისგან, გინდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კვოტების დათმობით, იგივე ევროკავშირის ქვეყნების და ა.შ. იმიტომ, რომ ჩვენსრულფასოვანი იმუნიზაცია განვახორციელოთ, მართო კოვაქს პლატფორმაზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით.

„ჩვენ კოვაქს პლატფორმაზე დამოკიდებულები საწყისი პერიოდისთვის ვართ, რომ ვაქცინები გარანტირებულად მივიღოთ, მაგრამ ამის პარალელურად ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში არსენალში კიდევ ბევრი ვაქცინა შემოგვემატება და ყველა ქვეყნისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება და მათ შორის საქართველოსთვის. აქაც უნდა შევეცადოთ, რომ ამ ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი პირველები ვიყოთ იმიტომ, რომ იმ ვაქცინებში, რაცაა „ფაიზერის" თუ „მოდერნასი", მდიდარ ქვეყნებს წინასწარ ფული აქვთ ჩადებული. ამ ვაქცინების განვითარებაში ამ ქვეყნებმაწინასწარ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს ისე, რომ არც იცოდნენ ეს ვაქცინები საბოლოოდ ავტორიზაციას მიიღებდნენ თუ არა. ამიტომ სწორედ ამას მოუწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ ვინც ამ ვაქცინების განვითარებაში ფული გადაიხადა, თუ ზედმეტობა შეექმნებათ, თავიანთი წილიდან ნაწილი კოვაქსს და ღარიბ ქვეყნებს დაუთმონ.

„როგორც ვხედავთ, მოკლევადიან პერიოდში დეფიციტი შექმნილია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს დეფიციტი ახალი ვაქცინების შემატებით აღმოიფხვრება, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ავტორიზაცია ექნებათ", - განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ პირველ ეტაპზე საქართველოში რა ვაქცინებს უნდა ველოდოთ, თქვა, რომ საუბარი „ფაიზერსა" და „ასტრაზენეკაზეა".

„გარკვეული რაოდენობით „ფაიზერზეა" საუბარი. გამოვაცხადეთ, რომ 10 ათასი ადამიანის სამყოფი დოზიდან 100 ათასზეც მზად ვართ (ანუ 200 ათას დოზაზე, იმიტომ რომ ერთ ადამიანს 2 დიზით აცრა სჭირდება), მერე უკვე „ასტრაზენეკათი" გაგრძელდება, რომელზეც ასევე კოვაქსიდან შეპირებაა, რომ რაშიც ფულია გადახდილი, პირველი კვარტლის განმავლობაში 500 ათას დოზამდე მოგვაწოდებენ. ზოგადად, კოვაქსში მილიონნახევარი დოზა გვაქვს შეკვეთლი", - განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (19.01.2021)
ჟურნალისტს: დაუსვით ის კითხვები რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და არა ის რომელიც მას აწყობს. მაგალითად, შეეკითხეთ რატომ შეძლო აზერბაიჯანმა ვაქცინაციის დაწყება და საქართველომ ვერა? რატომ არ განიხალავენ ჩინური ვაქცინის შემოტანას სანამ ფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოსთვის? რა კავშირშია ზოიძე და მის ფირმა კურაციოს ვაქცინაციის პროგრამასთან? ტოდროსგან დასავლეთის შერცხვენა არაფერს ცვლის. ტრამპმა ამერიკა საერთოდ გამოიყვანა ჯანმოდან. ბაიდენი უკან დააბრუნებს, მაგრამ სანამ საკუთარ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აცრიან, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არაფერს გაიმეტებენ. მანამდე კი ასობით თუ არა ათასობით ქართველი დაიღუპება. ზოიძეს როგორც ჩანს ეს დიდად არ აწუხებს. ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა კაცია. ასე რომ მიბაძეთ რეგიონის ქვეყნებს და არა მათ ვინც სხვა ჯგუფშია.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )