ელზა პაპოშვილი
20.01.2021

კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში როდის და რომელი პრეპარატით დაიწყება, კვლავ უცნობია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრესიუსი აცხადებს, რომ ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა. 

გებრესიუსის თქმით, 39 მილიონი დოზა ვაქცინებისა, 49 ყველაზე მდიდარ ქვეყანას გადაუნაწილდა და მხოლოდ 25 მილიონი ერგო ღარიბ ქვეყნებს. ამიტომაც, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველო ამ რიგში ბოლოა და ილუზიები იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვექნება, ფუჭია. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი აცხადებს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს „კოვაქს" პლატფორმას და ესაჭიროება „ფაიზერის" ვაქცინას. ხოლო ამ ყველაფერის მეთვალყურეობას უწევს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და დღეს საქართველო სრულიად მზად არის, როგორ ინფრასტრუქტურულ, ასევე პერსონალის ნაწილში, რომ მივიღოთ „ფაიზერის" ვაქცინა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანამ ვაქცინა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს, თუმცა, მისივე თქმით, ხარისხი და უსაფრთხოება, პრიორიტეტული საკითხია.

„ჩვენ ვეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინის აღიარებას და მივყვებით პროტოკოლს, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანაში არალიცენზირებული ვაქცინების მოხმარებას, რასაც საქართველო არ მიესალმება. 

“საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული. დღეს ნამდვილად მზად ვართ ყველა ვაქცინის მიღებისთვის, თავიანთი ტემპერატურული რეჟიმით, რომელსაც „კოვაქს" პლატფორმა შემოგვთავაზებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

“ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის.

“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.

“ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.

“ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება.”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ. 

გაეროს მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძის თქმით, მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინების 90% წინასწარ დაჯავშნეს. 

“დიდი ქვეყნები ძალიან ცუდად მოიქცნენ, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ შეიძინეს 90% მთელი მსოფლიოს ვაქცინების რაოდენობიდან. იმ ფირმებს, რომლებიც ახლა მუშაობენ ვაქცინებზე, მაგრამ არავინ იცის იმუშავებს ეს ვაქცინა თუ არ იმუშავებს, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ გადაუხადეს ფული" , – ამბობს ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაქცინების არათანაბარი გადანაწილების პრობლემა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა მოაგვაროს. 

"გადანაწილება და გარკვეული ხარვეზები, ეს უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარვეზები, ამაში ქვეყნები როგორც ასეთი მგონია, რომ ვერ ჩაერევიან. თვითონ ვერ იქონიებენ ზეგავლენას. ეს უნდა მაოგვაროს თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იმიტომ რომ ეს კოვაქს პლატფორმა მათი შექმნილია. 

“რაც შეეხება ჩვენი მთავრობის მზაობას, მზად რომ არ არიან, გუშინაც დავინახეთ, როდესაც გეგმაც კი არ გახადეს საჯარო რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, თუნდაც სად იქნება განლაგებული ვაქცინაციის პუნქტები" , – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (20.01.2021)
ტოდროსას თავისი ორგანიზაციისთვის ვერ მიუხედია. ჯანმომ სრული კრახი განიცად პანდემიის დაწყებიდან მცდარი რეკომანდაციების გაცემით. დაიწყეთ ჩინეთთან მოლაპარაკება რომ სინოვაკით მაინც დაიწყოთ აცრა. როგორ გგონიათ თურქები ჩვენზე სულელები არიან თუ თავი ნაკლებად უყვართ? თურქეთს ბევრად უფრო ძლიერი კვლევითი და ექსპერტული პოტენციალი აქვს ვიდრე საქართველოს. ამიტომ თუ თურქეთმა დაამტკიცა სინოვაკი და იყენებს, საქართველომაც უნდა მიბაძოს. ყოველი გადადებული თვე ასობით ქართველის სიცოცხლეა და ეკონომიკის ზარალი. ამაზე თუ ფიქრობს ეს ღლაპი მინისტრი ან კურაციოს ბიჭები? თუ ცალ ფეხზე ჰკიდიათ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )