თამთა ჩაჩანიძე
22.01.2021

საკანონმდებლო ორგანოში „მოქალაქეებსა" და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „მოქალაქეები" არა საბოლოო შეთანხმებისთვის, არამედ უბრალოდ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მივიდნენ.

ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნო საკითხებზე კომპრომისისთვის მზად არის და ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება. თუმცა რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ცვლილებები არ არის.

„მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების" სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა მზაობა „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების საკითხებზე და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსული. 4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას," - განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, შეხვედრები გაგრძელდება, - ეს განცხადება კი შეხვედრიდან გამოსულმა გამოსულმალევან იოსელიანმა გააკეთა.

შეხვედრაზე შესვლამდე „მოქალაქეები" იმედოვნებდნენ, რომ „ქართული ოცნება" ოთხი მოთხოვნიდან სამს მაინც შეასრულებდა.

„ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ", - განაცხადა მანამდე ელისაშვილმა.

ელისაშვილმა „ოცნებას" შეხვედრა 21 იანვარს შესთავაზა,

„ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს," - ეს განცხადება ელისაშვილის თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოში „მოქალაქეების" ვიზიტს „სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეხმაურა, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, მათი პარლამენტში შესვლა პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს ვერ გაზრდის.

18 იანვარს კი „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უარი თქვა, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე, ინდივიდუალურად შეხვედროდა „გირჩისა" და „მოქალაქეების" ლიდერებს. მანამდე ამ ორი პარტიის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. თუმცაღა პროცესს „გირჩიც" გამოეყო. მისი თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი იქნება პარლამენტში, ხოლო „გირჩი" - არა.

ალეკო ელისაშვილი დღეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარნტიორი, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (24.01.2021)
ჩაისვარე და მორჩა ალეკო, მომავალ არჩევნებზე შენ ხმას არავინ მოგცემს. რასაც კადრულობ და იკადრე არათუ პოლიტიკოსის ქართველი კაცი მაგას არ უნდა კადრულობდეს-ხაზარაძესთან დაპირისპირებაზე ეთერში გეუნები... უბრალო ქუჩის ბიჭი გამოდექი და წადი ტოლი ნახე გაგორე ესა შენი ცხოვრება. ოცნებაც გიხმარს და გადაგაგდებს ტუალეტის ქაღალდივით.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )