ტატა შოშიაშვილი
23.01.2021

ცხინვალის ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვანიშვილის საქმის გადაფარვას მორიგი პროპაგანდისტული განცხადებით ცდილობს და სწორედ ამიტომ გამოიგონა ისტორია თბილისელ მამაკაცზე, რომელიც გაუსაძლისი პირობების გამო ცხინვალში გაიქცა და თავშესაფარს ითხოვს. ასე აფასებენ თბილისში ცხინვალის „კა-გე-ბეს" მიერ გავრცელებულ ცნობას „ბოლო დროს საქართველოდან ლტოლვილთა რაოდენობის" ზრდის შესახებ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კა-გე-ბე") ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც, „საქართველოში შექმნილი მწვავე კრიზისის" გამო, უკანონოდ გადადიან ე.წ. საზღვარზე, ნებაყოფლობით ბარდებიან დე ფაქტო ძალოვნებს და თავშესაფარს ითხოვენ.

„კა-გე-ბეს" მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ერთი ასეთი შემთხვევა დეტალურადაა აღწერილი. მათი ინფორმაციით, 2020 წლის 28 დეკემბერს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილიში მცხოვრები 27 წლის ბექა ფარჩუკაშვილი გადავიდა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება „არსებობისთვის საჭირო ელემენტარული პირობების არასებობისა და უმუშევრობის" გამო მიიღო.

მან „საზღვარი" სოფელ ახმაჯთან გადაკვეთა და საკუთარი ნებით ჩაბარდა მესაზღვრეებს. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებას არ აპირებს და შეგნებულად გაანადგურა თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც ითხოვა თავშესაფარი.

„კა-გე-ბეს" ცნობით, ფარჩუკაშვილმა დაკითხვაზე თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას საქართველოს მთავრობა ვერ უმკლამდება, რადგან პოლიტიკურ ბატალიებშია ჩართული, ხოლო ხალხი კი შიმშილისა და სიღაქტაკის ზღვარზეა.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს რიგითი მცხოვრებლების უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, ვინც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ბედის ანაბარად მიატოვა. „კა-გე-ბეს" მიაჩნია, რომ საქართველოში რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის რეჟიმმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მოსახლეობის პრობლემებს, რომლებიც იძულებული არიან კანონის დარღვევაზე წავიდნენ", - წერია განცხადებაში, თუმცა დაზუსტებული არაა, მიიღო თუ არა ხსენებულმა მოქალაქემ თავშესაფარი და ამჟამად სად იმყოფება.

„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება საპასუხო რეაქცია იყო ორი დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიიდან ბმალხაზ ვანიშვილის გამოქცევის გახმაურებულ შემთხვევაზე.

ცნობისთვის, მალხაზ ვანიშვილი, რომლის ბაბუის დათა ვანიშვილის (დათა პაპა) სახლი საოკუპაციო ხაზმა ორ ნაწილად გაყო და ის უკვე წლებია არ ტოვებს საცხოვრებელს, პარასკევს რუს „მესაზღვრეებს" გამოექცა, ქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა თავის ორსულ მეუღლესთან და უკან დაბრუნებას კი არ აპირებს.

„მგონია, რომ ეს პასუხია დათა პაპას შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასთან დაკავშირებით", - თქვა არეშიძე.

მისივე თქმით, თავად ცხინვალის რეგიონში ამჟამად მძიმე სიტუაციაა.

„თავად აქვთ უმძიმესი მდგომარეობა. როკის გვირაბისა და სასაზღვრო რეგულაციების პრობლემების გამო, ცხინვალში მედიკამენტების, პირველადი საჭიროების ნივთებისა და ზოგიერთო პროდუქტის უძიმესი დეფიციტია.

„საზღვართან დაკავშირებულ რეგულაციებში იგულისხმება ის, რომ რუსეთის სასაზღვრო კავშირის ფორმატში არ ჯდება „სამხრეთ ოსეთი", ანუ პროდუქტების ძალიან დიდი პარტია უნდა შეიტანონ, რასაც ვერ ყიდიან, ხოლო მცირე პარტიები ისე იბეგრება, რომ კომერციას აზრი ეკარგება.

„გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი ატეხა და განაცხადა, რომ „დამნაშავეები გაამართლეს", რომლებშიც ქართული მხარე იგულისხმა. ამ საკითხებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირი აქტივობა გამოეჩინა, ხოლო ფარჩუკაშვილის მიერ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ცნობა ამის ნაწილის", - დასძინა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )