ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

შაბათს საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგა. ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ვიზიტი არაოფიციალური იყო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის სომეხ კოლეგა არა აივაზიანს წინანდალში უმასპინძლა. ანალიტიკოსთა თქმით, ეს შეიძლება ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშრდებოდეს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია. მისი თქმით, მიზეზი შეიძლება იყოს, ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთის პოზიციების შესუსტება, რის შედეგადაც ქვეყანა საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა და ახლა საგარეო ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.

„დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ზოგადად ვიცით ის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხეთის ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ შერყეულია. აქედან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.

„კონკრეტულად არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო ჩამოსვლის მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე სომხეთის ხელისუფლებას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა ძირითადად მისი სტრატეგირული პარტნიორის რუსეთისგან და პუტინის მხარდაჭერა მან მიიღო განცხადებების სახით, თუმცა, როგორც ჩანს, საჭიროა გარკვეული საგარეო ურთიერთობების დალაგება და შეიძლება სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ იყო ჩამოსული.

„სხვა საკითხს ნამდვილად არ ვიცი რას შეიძლება დავუკავშირო. უფრო ვფიქრობ ამ თემიდან გამომდინარე იყო შეხვედრა და კონკრეტული საკითხები იყო განხილული, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის და რომელიც ეხება სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. ზუსტად რა საკითხებია, არ ვიცი,"- ამბობს კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანის ვიზიტის შესახებ კი ინფრომაცია შაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელმაც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წინანდალში უმასპინძლა.

უწყების ცნობით, შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილავეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობები, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
::::   (24.01.2021)
Armenebtan ketilmexobloba mashin gamidis roca schirdebi. Roca ar schirdebi zurgshi danas chagartyanen ujishoebi


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )