ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

„ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განახლებული სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. წინასგან განსხვავებით, ახალ საბჭოში გაუქმებულია პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობების მდივნის თანამდებობა, რომელსაც გია ვოლსკის ეკავა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობასაც, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ხოლო საერთაშორისო მდივნად კახა კუჭავა დაინიშნა.

სამდივნო საბჭოს ცვლილებებთან დაკავშრებით „რეზონანსი" პოლიტილოგ, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ექსპერტის აზრით, სამდივნო საბჭოში მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად ბუნებრივი და ნორმალური პროცესია.

„პარტიაში მოვიდა ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით და სრულიად ბუნებრივია, რომ მას სიახლეები შემოაქვს. ასევე ბუნებრივი იქნება, თუ მთელ რიგ გადალაგებებს გააკეთებს და ისე ჩამოაყალიბებს პარტიულ სტრუქტურას, როგორც მისთვის იქნება მისაღები უფრო ეფექტური საქმიანობიდან გამომდინარე," - ამბობს ძაბირაძე.

მისი აზრით, შესაძლებელია მამუკა მდინარაძის დანიშვნა პარტიაში ირაკლი კობახიძის პოზიციების გაძლიერებასაც უკავშირდებოდეს, რადგან მდინარაძეს და კობახიძეს კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა კახა კუჭავაზე ის კომენტარს ვერ აკეთებს.

„მე რამდენადაც ვიცი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ერთი წრის წარმომადგენლები არიან. არ ვიცი კუჭავა როგორ არის, ვისკენ უფრო იხრება და ა.შ., მაგრამ კობახიძე და მდინარაძე თავისთავად გასაგებია, რომ ერთი ჯგუფია. ამიტომ ასეთი ცვლილებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კობახიძე თავის პოზიციებს უფრთხილდება და აძლიერებს.

„ზოგადად კი ის ფაქტი, რომ პარტიაში ახალი კაცი მოვიდა და ამის გამო დაიწყო პასუხისმგებლობების გადანაწილება, ესეც სრულიად ბუნებრივია, მითუმეტეს ახლა, როდესაც პარტია ძალას იკრებს, სიახლეები სრულიად მისაღებია, ჩემი აზრით," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

პარტია ქართული ოცნების განახლებული სამდივნოს შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე;

გენერალური მდივანი - კახა კალაძე;

პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;

აღმასრულებელი მდივანი - მამუკა მდინარაძე;

საერთაშორისო მდივანი - კახა კუჭავა;

რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე.

ახალი სამდივნოს შემადგენლობა ძველისგან განსხვავდება იმით, რომ ახალში გაუქმებულია პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, რომელსაც გია ვოლსკი იკავებდა, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დანიშნულია მამუკა მდინარაძე, ხოლო ხოლო საერთაშორისო მდივნად - კახა კუჭავა. რეგიონული მდივნის პოზიციას კვლავ დიმიტრი სამხარაძე ინარჩუნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მოქალაქე   (23.01.2021)
ერთ წელიწადში ჩიჩილაკას ხელში ეგ პარტია დადნება შარშანდელი თოვლივით...სულ მალე ვნახავთ მილიონერი ვირთხების გაქცევას ნავიდან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )