ია აბულაშვილი
22.09.2021

ოპოზიციის დიდი მცდელობა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადოს უშუდეგოდ დასრულდება და ყოველი არჩევნების წინ ფარული ჩანაწერებისა და სკანდალების აგორებით დაღლილი საზოგადოება 2 ოქტომბერს მშვიდ ცხოვრებას აირჩევს - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე არევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

„წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას, ხშირად მესმოდა, რას აკეთებს ეს ოპოზიცია, რატომ პასიურობს, რატომ არ ატარებს საარჩევნო კამპანიას? ამ თემით შეწუხებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, კი არ პასიურობს, ხალხი არ მიდის მაგათ შეხევედრებზე, გაკოტრებულები არიან და ყავლი გაუვიდათ, ეს არის მიზეზი. არჩევნების წინ ასეთი სურათია და არჩევნების დღეს ვინ მისცემს ხმას? ხალხი რა თქმა უნდა მივა, მაგრამ ხმას მისცემს მშვიდ ცხოვრებას. ვერც ფარული ჩანაწერები, ვერც ახალი ასანჟები და ვიკილიკსები ვერ უშველით. ასე რომ, ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და არა რეფერენდუმი.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის" და მათი მხარდამჭერების მოლოდინს „ბელადის" დაბრუნებასთან დაკავშირებით; სააკაშვილი ისე დაბრუნდება საქართველოში, როგორ ბაბუაჩემი. თაკო ჩარკვიანს კი ტყუილად მოუწევს 3-4 მიშისტის შეწუხება და აეროპორტში ყურყუტი. სულ ცინცხალი ინფორმაცია გავიგე სანდო წყაროზე დაყრდნობით, სვანეთში თუ ხევსურეთში წასულა თაკო ჩარკვიანი ჯაჭვის პერანგის საშოვნელად, რამე არ დამართონ ჩემს ბიჭსო. ეს უმადური ქალი, ბიძინას აბრალებს კულტურის მინისტრი რომ ვერ გახდა; ბიძინა რა შუაშია, მთელი კულტურის სფერო დადგა ფეხზე, ეგ არ დაგვისვათ მინისტრათო; ამის მერეა გზააბნეული რომ დადის მიშას დასაბურუნებლად.

მეგის ქარდავას ჩამოყვანაც არჩევნებს დაუკავშირა ოპოზიციამ, სხვა არაფერი რომ ჰქონდა სათქმელი. ისე, მაგარი შეშინებულები არიან, არ იციან, როდის დაადებს მეგისა ხელს სათითაოდ უგულავას, სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და სხვებს. სულ ბიჩოკ-ბიჩოკ ამოუკრეფს მაგ უბედურებს საქმეებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×