ია აბულაშვილი
03.12.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ ხალხი უკმაყოფილოა, რადგან სხვა მოლოდინი ჰქონდა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

„მოლოდინი იყო ძალიან დიდი, ამიტომ ხალხი უკმაყოფილოა იმით, რაც დღეს სასამართლო პროცესზე ხდება. რა „პიჯაკების საქმე", ხალხნო, რა ბოტოქსები, ეს ბრალდება მხოლოდ სააკაშვილს? 9-მილიონიანი საქმე, ოპოზიციამ „პიჯაკების საქმე" რომ დაარქვა? ამას ველოდით, სააკაშვილის ბოდვითი მონოლოგები მოგვესმინა?

ვერ ხედავთ, დღის წესრიგს ადგენს და სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია. მოსამართლეებს ეუბნება, დროზე დაიწყეთ, მეტი აღარ დააგვიანოთ, რადგან მე დრო არ მაქვს, უკრაინის მაღალჩინოსანი ვარ, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი და რეგიონალური ლიდერიო. მერე გასცემს ბრძანებას, ჩემი ჟურნალისტები შემოშვითო. მერე სულულური მონოლოგი და პროცესიც დამთავრდა. ტაში კუკური.

მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, პატივი ეცით და გაითვალისწინეთ ქართველი ხალხის მოთხოვნა. სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშულზე, რომელიც მან თავისი პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. ჯერ ორი პროცესი იყო და 1000 კაცი ვერ შეაგროვეს, ცოტა თუ გაგარძელდა სააკაშვილის მომსმენი კაცი აღარ იქნება, გარდა გვარამიასი; ისიც იმიტომაა ვენებგადახსნილი, რომ იცის, მიშას გარეშე არაფერია და მასთანაც მივა ურმით სამართალი.

სააკაშვილმა საბოლოოდ დაუკრაგა სახე თავის „ძლევამოსილი ნაცების პარტიას", რომელიც მალე პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება. სულელი და პრობლემების შემქმნელი სააკაშვილი არავის უნდა, არც თავის პარტიაში და არც უკრაინაში," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×